ბოროტების იმპერია

„ბოროტების იმპერიის" სიტყვით გამოსვლააშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანის მიერ სიტყვით გამოსვლა ევანგელისტების ნაციონალური ასოციაციის წინაშე, ცივი ომისას. რონალდ რეიგანმა სიტყვით გამოსვლისას საბჭოთა კაშირი მოიხსენია როგორც „ბოროტების იმპერია“ და „ბოროტების ფოკუსი თანამდეროვე სამყაროში“. ასევე ამ სიტყვით გამოსვლაში რონალდ რეიგანმა უარყო იდეა რომ აშშ და სსრკ ცივი ომისათვის თანაბრად პასუხისმგებელბი იყვნენ და ცივ ომს უწოდა კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანის მიმართვა ევანგელისტების ნაციონალური ასოციაციის შეკრებაზე 1983 წელს

წინაპერიოდი რედაქტირება

სიტყვით გამოსვლა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში რედაქტირება

„ბოროტების იმპერიის“ ფრაზის რონალდ რეიგანის გამოყენებას საფუძველი იმ დროს რონალდ რეიგანის სიტყვის მწერალმა, ანტონი დოლანმა.[1] ზოგი წყარო „ბოროტების იმპერიის“ სიტყვით გამოსვლად 1982 წლის ივნისს, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წინაშე ლონდონში გაკეთებულ გამოსვლას თვლის,[2] მაგრამ რეიგანმა ამ სიტყვით გამოსვლისას ორჯერ გამოიყენა სიტყვა „ტოტალიტარული“, მაგრამ ფრაზა „ბოროტების იმპერია“ არც ერთხელ. ლონდონის გამოსვლაში რეიგანმა გამოიყენა ფრაზა„ისტორიის ნაცარი“ როდესაც საუბრობდა კომუნიზმზე და მის მოახლოებულ დაცემაზე. ანალოგიური ფრაზა გამოიყენა ბოლშევიკმა და რევოლუციონერმა ლეონ ტროცკიმ, როდესაც თქვა რომ მენშევიკების ადგილი „ისტორიის სანაგვეში“ იყო.[3]

სიტყვით გამოსვლა რედაქტირება

რონალდ რეიგანი სიტყვით ევანგელისტების ნაციონალური ასოციაციის წინაშე 1983 წლის 8 მარტს, ორლანდოში, ფლორიდის შტატში გამოვიდა, სადაც პირველად გამოიყენა ფრაზა „ბოროტების იმპერია“. სიტყვით გამოსვლა ცნობილი გახდა როგორც „ბოროტების იმპერიის“ სიტყვით გამოსვლა. სიტყვით გამოსვლაში რონალდ რეიგანმა თქვა:[4][5]

დიახ, ვილოცოთ ყველა იმ ადამინის გადარჩენისათვის, ვინც ამ ბნელ ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობს—ვილოცოთ რომ ისინი ოდესმე აღმოაჩენენ ღმერთის გაცნობის სიხარულს. მარგრამ მანემდე, უნდა გავაცნობიეროთ რომ, მანამ სანამ ისინი ქადაგებენ სახელმწიფოს უზენაესობას, აცხადებენ ერთი ადამიანის ყოვლისშემძლეობას და წინასწარმეტყველებენ დედამიწაზე ყველა ერის დომინაციას ისინი იქნებიან ბოროტების ფოკუსი თანამედროვე სამყაროში .... ამიტომ, ბირთვული გაყინვის განხილვისას, გთხოვთ სიფრთხილით მოეკიდოთ სიამაყის—საკუთარი თავის ყველაზე მაღლა გამოცხადების და ორივე მხარის როგორც თანაბარ დამნაშავეებად ეტიკეტირების ცდუნებას, სტორიული ფაქტების და ბოროტების იმპერიის აგრესიული იმპულსების გულველყოფას, შეიარაღების რბოლის დიდ გაუგებრობად შერაცხვას და ამით კეთილის და ბოროტის, სწორის და მცარის შორის ბრძოლიდან საკუტარი ტავის მოშორებას.

„ბოროტების იმპერიის“ სითქვით გამოსვლაში რონალდ რეიგანმა ასევე ისაუბრა საშინაო საქმეებზე და პრობლემებზე, რეინგანმა ასევე ისაუბრა NATO-ს საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე ბირთვული იარაღების განთავსებაზე დასავლეთ ევროპაში როგორც პასუხი სსრკ-ის მიერ განთავსებული ბირთვული იარაღებისათვის.

სსრკ-ის რეაქცია და შედეგი რედაქტირება

1987 წელს, ამერიკელმა კონსერვატორმა მაიკლ ჯონსმა შეადგინა საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებების სია და თქვა „ის რასაც დღეს საბჭოთა კომუნიზმში ვხედავთ, ნამდვიად ბოროტების იმპერიაა“[6]

თავად სსრკ-მ აშშ იმპერიალიზმში დაანაშაულა და განაცხადა რომ აშშ იყო სუპერძალა რომელიც მსოფლიო დომინაციისთვის იბრძოდა და სსრკ მის შეჩერებას კაცობრიობის სახელით ცდილობდა. მოსკოვში საბჭოთა კავშირის ტელეგრაფიულმა სააგენტომ განაცხადა რომ „ბოროტების იმპერიის“ სიტყვით გამოსვლა ამტკიცებდა რომ რეიგანის ადმინისტრაციას „ფიქრი მხოლოდ აგრესიული და სულელური ანტი-კომუნისტური ტერმინებით შეეძლო“.[7]

მეორე საპრეზიდენტო ვადისას, 1988 წლის მაის-ივნისში, „ბოროტების იმპერიის“ სიტყვით გამოსვლიდან 5 წლის შემდეგ, რონალდ რეიგანი ეწვია საბჭოთა კავშირის კომუნიტური პარტიის თავმჯდომარე, რეფორმისტ მიხაილ გორბაჩოვს. ვიზიტისას ჯურნალისტმა კითხა რონალდ რეიგანს ისევ თვლიდა თუ არა სსრკ-ს „ბოროტების იმპერიად“, რაზეც უპასუხა რომ ის ასე აღარ ფიქრობდა და ტერმინი შეესაბამებოდა „სხვა დროს, სხვა ერას“.[8]

ზოგი ისტორიკოსებს, მაგალითად როგორიცაა იელის უნივერსიტეტის ჯონ ლუის გადისი „ბოროტების იმპერიის“ სიტყვით გამოსვლის შედეგი და გავლენა დადებითად მიაჩნიათ. გადისს მიაჩნია რომ „ბოროტების იმპერიის“ ფრაზის გამოყენებად და რეიგანის ანტი-კომუნისტურმა პოლიტიკამ გატეხა საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთის ტრადიციები, რამაც საკუთარი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დაშლაში.[9]

ტერმინი ასევე გამოყენება თავად აშშ-ის დასახასიათელად. პატ ბაჩანანის თქმით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა რომ „ბოროტების იმპერიის“ ტიტულს XXI საუკუნეში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ მყოფი აშშ იმსახურებდა, პუტინი მიზეზებად ასახელებდა ამერიკულ ხედვას აბორტებზე, პორნოგრაფიაზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე და ჰოლივუდის ღირებულებებზე.[10] პატ ბაჩანანი მსახურობდა როგორც თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექორი რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას 1985-დან 1987 წლადმე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Goodnight, G. Thomas (1986). „Ronald Reagan's re‐formulation of the rhetoric of war: Analysis of the 'zero option,' 'evil empire,' and 'star wars' addresses“. Quarterly Journal of Speech. 72 (4): 390–414. doi:10.1080/00335638609383784.
  • Rowland, Robert C.; Jones, John M. (October 2016). „Reagan's Strategy for the Cold War and the Evil Empire Address“. Rhetoric & Public Affairs. 19 (3): 427–463. doi:10.14321/rhetpublaffa.19.3.0427.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო რედაქტირება

  1. 'The Battle of the Evil Empire', by Frank Warner, The Morning Call, Allentown, Pa., March 5, 2000. Frankwarner.typepad.com (December 4, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 15, 2022. ციტირების თარიღი: March 8, 2013.
  2. Modern History Sourcebook, Ronald Reagan: Evil Empire Speech, June 8, 1982.. Fordham.edu. ციტირების თარიღი: March 8, 2013.
  3. Safire, William. (October 16, 1983) On Language; Dust Heaps of History.
  4. Ronald Reagan, Address to the National Association of Evangelicals ("Evil Empire Speech"). Voices of Democracy: The U.S. Oratory Project. University of Maryland, College Park (March 8, 1983). ციტირების თარიღი: April 19, 2015.
  5. President Reagan's Speech Before the National Association of Evangelicals. The Reagan Information Page (March 8, 1983). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 9, 2004. ციტირების თარიღი: July 28, 2014.
  6. Johns, Michael. Seventy Years of Evil. Policy Review. ციტირების თარიღი: October 26, 2015.
  7. „President Ronald Reagan“. Britannica.com. June 12, 1987. ციტირების თარიღი: March 8, 2013.
  8. Meisler, Stanley (June 1, 1988). „Reagan Recants 'Evil Empire' Description“. Los Angeles Times (ინგლისური). ISSN 0458-3035. ციტირების თარიღი: December 23, 2016.
  9. John Lewis Gaddis (2006). The Cold War: A New History. Penguin Books. ISBN 978-0-14-303827-6. 
  10. Pat Buchanan. (December 17, 2013) Is Putin One of Us?. Townhall.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2014. ციტირების თარიღი: July 28, 2014.