ბორის ფრანც ბეკერი (გერმ. Boris Franz Becker; დ. 22 ნოემბერი, 1967, ლაიმენი, დასავლეთი გერმანია) — გერმანელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ბორის ბეკერი

ბეკერი 1994 წელს
სრული სახელი ბორის ფრანც ბეკერი
მშობლიური სახელი Boris Franz Becker
ქვეყანა (სპორტი) გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია (1984–1990)
გერმანიის დროშა გერმანია (1990–1999)
საცხოვრებელი ადგილი შვიცი, შვეიცარია
დაიბადა 22 ნოემბერი, 1967 (1967-11-22) (56 წლის)
ლაიმენი, დასავლეთი გერმანია
სიმაღლე 191 სმ.
პროფესიონალი 1984
კარიერა დაასრულა 25 ივნისი, 1999
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი იონ ცირიაკი
გიუნტერ ბოში
ბობ ბრეტი
მაიკ დეპალმერი უმცროსი
გიუნტერ ბრესნიკი
ნიკ ბოლეტიერი
ფულადი პრიზი 25,080,956 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2003 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 713–214 (76.91%)
ტიტულები კარიერაში 49
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (28 იანვარი, 1991)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1991, 1996)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1987, 1989, 1991)
უიმბლდონი გამარჯვება (1985, 1986, 1989)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1989)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1988, 1992, 1995)
დიდი სლემის თასი გამარჯვება (1996)
WCT-ის ფინალი გამარჯვება (1996)
ოლიმპიური თამაშები 3რ (1992)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 254–136 (65.19%)
ტიტულები კარიერაში 15
უმაღლესი რეიტინგი მე-6 (22 სექტემბერი, 1986)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1985)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1988, 1989)
ჰოპმანის თასი გამარჯვება (1995)
ბოლოს განახლდა: 16 იანვარი 2018.

ბეკერს 6 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 უიმბლდონი, 2 ავსტრალიის ღია პირველობა და 1 აშშ-ის ღია პირველობა. 1985 წელს 17 წლის ასაკში, მან უიმბლდონი მოიგო და გახდა აღნიშნული ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. გერმანელს ასევე 3-ჯერ აქვს მოგებული წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 49 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. ბეკერი 12 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.

ოლიმპირ თამაშებზე, ბეკერმა 1 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო წყვილებში. სანაკრებო დონეზე, მან გერმანიის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიპოვა დეივისის თასი.

გერმანელმა კარიერა 1999 წელს დაასრულა. 2003 წელს, ბეკერი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2013 წლის დეკემბერში, ბეკერი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი გახდა[1]. მისი დახმარებით, ჯოკოვიჩმა 6 დიდი სლემის და 14 მასტერსის ტიტული მოიგო. 2016 წლის ბოლოს ბეკერმა და ჯოკოვიჩმა დაასრულეს თანამშრომლობა[2].

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 10 (6–4) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1985 უიმბლდონი (1) ბალახი   კევინ ქარენი 6–3, 6–7(4–7), 7–6(7–3), 6–4
გამარჯვება 1986 უიმბლდონი (2) ბალახი   ივან ლენდლი 6–4, 6–3, 7–5
მარცხი 1988 უიმბლდონი ბალახი   სტეფან ედბერგი 6–4, 6–7(2–7), 4–6, 2–6
გამარჯვება 1989 უიმბლდონი (3) ბალახი   სტეფან ედბერგი 6–0, 7–6(7–1), 6–4
გამარჯვება 1989 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   ივან ლენდლი 7–6(7–2), 1–6, 6–3, 7–6(7–4)
მარცხი 1990 უიმბლდონი ბალახი   სტეფან ედბერგი 2–6, 2–6, 6–3, 6–3, 4–6
გამარჯვება 1991 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   ივან ლენდლი 1–6, 6–4, 6–4, 6–4
მარცხი 1991 უიმბლდონი ბალახი   მიხაელ შტიხი 4–6, 6–7(4–7), 4–6
მარცხი 1995 უიმბლდონი ბალახი   პიტ სამპრასი 7–6(7–5), 2–6, 4–6, 2–6
გამარჯვება 1996 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი   მაიკლ ჩანგი 6–2, 6–4, 2–6, 6–2

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 8 (3–5) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1985 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   ივან ლენდლი 2–6, 6–7(1–7), 3–6
მარცხი 1986 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   ივან ლენდლი 4–6, 4–6, 4–6
გამარჯვება 1988 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) ხალიჩა (დ)   ივან ლენდლი 5–7, 7–6(7–5), 3–6, 6–2, 7–6(7–5)
მარცხი 1989 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   სტეფან ედბერგი 6–4, 6–7(6–8), 3–6, 1–6
გამარჯვება 1992 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (2) ხალიჩა (დ)   ჯიმ კურიე 6–4, 6–3, 7–5
გამარჯვება 1994 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი ხალიჩა (დ)   პიტ სამპრასი 6–4, 3–6, 5–7, 4–6
გამარჯვება 1995 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (3) ხალიჩა (დ)   მაიკლ ჩანგი 7–6(7–3), 6–0, 7–6(7–5)
გამარჯვება 1996 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი ხალიჩა (დ)   პიტ სამპრასი 6–3, 6–7(5–7), 6–7(4–7), 7–6(13–11), 4–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 1 (1–0) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 1992 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1992 (1) თიხა   მიხაელ შტიხი   უეინ ფერეირა
  პიტ ნორვალი
7–6(7–5), 4–6, 7–6(7–5), 6–3

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Novak Djokovic appoints Boris Becker as head coach“. bbc.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  2. „Novak Djokovic splits with coach Boris Becker after three years“. bbc.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.