სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორა (მრავალმნიშვნელოვანი).

ბორა, წითელი ძერა[1] (ლათ. Milvus milvus) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა.[2] სხეულის საერთო სიგრძე — 58-61 ამ. აქვს ორკაპა ბოლო, შედარებით გრძელი (47,5-53 სმ) და ფართო ფრთები, რომელთა შლილი 150-170 სმ-ს უდრის. ფრინველი მოწითალო-მურა ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. იკვებება პატარა მღრღნელებით (რითაც სარგებლობა მოაქვს), იშვიათად შინაური ფრინველებით.

ბორა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ძერა
სახეობა:  ბორა
ლათინური სახელი
Milvus milvus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22695072

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება