ბოლივიური ბოლივიანო

ბოლივიური ბოლივიანო - ბოლივიის ეროვნული ვალუტა. შედგება 100 სენტავოსაგან. მისი საერთაშორისო კოდია BOB. ასევე ბოლივიანო ეწოდებოდა 1864-1963 წლებში ბოლივიაში მოქმედ ვალუტას.

10 სენტავოსა და 5 ბოლივიანოს ნომინალიანი მონეტები

ამჟამად ბრუნვაშია 10, 20 და 50 სენტავოს და 1, 2, 5 ბოლივიანოს ნომინალიანი მონეტები ასევე 5, 10, 20, 50, 100, 200 ბოლივიანოს ნომინალიანი ბანკნოტები.

ისტორია რედაქტირება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლივიის კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 1927 წლიდან ძალაში შევიდა ბოლივიის ეროვნული ვალუტა. იგი წარმოადგენდა 20 გრამიან ვერცხლის მონეტებს და სოლი ეწოდებოდა.

1986 წლის 28 ნოემბრიდან, ახალმა ვალუტამ - ბოლივიანომ ჩაანაცვლა ძველი, პესო ბოლივიანო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება