ბოლესლავ I მამაცი (პოლ. Bolesław I Chrobry; დ. დაახლ. 967 — 17 ივნისი, 1025) — პოლონელი მთავარი (992—1025 წწ.) და მეფე (1025 წელი), მიეშკო I-ისა და დებრავკას შვილი, პიასტების წარმომადგენელი.

ბოლესლავ I მამაცი
Bolesław I Chrobry

ბოლესლავ მამაცი
პოლონეთის მთავარი
პოლონეთის მეფე
ჩეხეთის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 992
მმართ. დასასრული: 1025
წინამორბედი: მიეშკო I
მემკვიდრე: მიეშკო II ლამბერტი
სხვა წოდებები: პოლონეთისა და ჩეხეთის მთავარი, პოლონეთის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 967
დაბ. ადგილი: პოზნანი
გარდ. თარიღი: 17 ივნისი, 1025
გარდ. ადგილი: პოზნანი, პოლონეთი
მეუღლე: 1. ?
2. იუტიდა უნგრელი
3. ემნილდა ლუგელი
4. ოდა მეისენელი
დინასტია: პიასტები
მამა: მიეშკო I
დედა: დუბრავკა
რელიგია: კათოლიციზმი

ბოლესლავმა გააგრძელა მამის პოლიტიკა და პოლონეთის გაფართოება განაგრძო. მიეშკოს გარდაცვალების შემდეგ პოლონელთა მიწა რამდენიმე ნაწილად დაიყო, მაგრამ ბოლესლავმა შესძლო თავისი ძმების განდევნა და ერთიანი პოლონეთის ჩამოყალიბება. 997 წელს მან შემოიერთა კრაკოვი, განამტკიცა თავისი გავლენა პომერანიის მიწებზე, 999 წელს შემოიერთა მორავია. 1000 წელს შემოიერთა სლოვაკეთის მიწები.

თავისი ძალაუფლების გასამტკიცებლად მან დაიწყო პრუსების გაქრისტიანება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება