ბოლისლავ II გულადი (გულუხვი) (პოლ. Bolesław II Śmiały; დ. მიახლოებით 1042 — გ. 2 ან 3 აპრილი, 1081 ან 1082)[1] — პოლონეთის მთავარი (1058-1076 წწ.) და პოლონეთის მეფე (1076-1079 წწ.), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი, პოლონეთის მთავარ კაზიმირ I აღმშენებლის და მარია დობრონეგას ვაჟი.

ბოლესლავ II გულადი (გულუხვი)
Bolesław II Śmiały
პოლონეთი პოლონეთის მთავარი
კორონაცია: 26 დეკემბერი, 1076
მმართ. დასაწყისი: 1058
მმართ. დასასრული: 1076
წინამორბედი: კაზიმირ I აღმდგენელი
მემკვიდრე: ვლადისლავ I ჰერმანი
სხვა წოდებები: პოლონეთის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: მიახლოებით 1042
გარდ. თარიღი: 1081/1082
მეუღლე: ვიშესლავა
დინასტია: პიასტი
მამა: კაზიმირ I აღმდგენელი
დედა: მარია დობრონეგა კიეველი
ხელმოწერა:

ბოლესლავ II განაახლა საკუთარი ბაბუის ბოლესლავ I მამაციის დაპყრობითი პოლიტიკა. მთავარი არაერთხელ ჩარეულა მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში: ასე მაგ. უნგრეთში ის უწევდა სამხედრო დახმარებას ჰერცოგ ბელა I-ს მეფე ენდრე I წინააღმდეგ 1057 წელს, ხოლო მოგვიანებით, 1074 წ. დაეხმარა გეზა I-ს ტახტიდან მეფე შოლომონის ჩამოგდებაში. უნგრეთთან და კიევის რუსეთთან კავშირზე დაყრდნობით, ბოლესლავ II 1061 წ. ჩაერია ჩეხეთში მიმდინარე შიდა ომებში, მაგრამ მარცხი განიცადა. კიევიდან დიდი მთავრის იზიასლავ იაროსლავის ძის გაძევების შემდეგ 1068 წ. რომელიც პოლონეთის მოკავშირე იყო, ბოლესლავ II 1069 წელს გაილაშქრა კიევზე და სასტიკად გაუმკლავდა იზიასლავის მოწინააღმდეგეებს. პოლონეთის საერეთაშორისო პრესტიჟის ამაღლებას ხელი შეუწყო ასევე ბოლესლავ II წარმატებულმა ჩართვამ ინვესტიტურაზე ბრძოლაში საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის ჰაინრიხ IV და რომის პაპს გრიგოლ VII შორის. ბოლესლავ II ამ უკანასკნელის მხარეზე გამოვიდა: 1072 წელს მან უარი განაცხადა იმპერატორისთვის ხარკის გადახტაზე და განაცხადა პოლონეთის დამოუკიდებლობის შესახებ, ხოლო 1074 წელს პოლონეთის სახელმწიფო აღიარა პაპის ტახტის ლენად (მიწის მფლობელობა). ამან თავისი ნაყოფი გამოიღო: 1075 წელს პოლონეთში ჩამოვიდა პაპის წარმომადგენელი, რათა საბოლოოდ განემტკიცებინათ გნეზნოს არქისაეპისკოპოსოს უფლებები, ხოლო 1076 წლის 25 დეკემბერს მოხდა ბოლესლავ II პოლონეთის მეფედ კორონაცია.

ასე რომ ბოლესლავ II-მ შეძლო ორი უმთავრესი ამოცანის გადაჭრა, რომელიც პოლონური სახელმწიფოს წინაშე 1030 წელს იდგა: პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენა და პოლონეთის მონარქისათვის მეფის ტიტულის დაბრუნება.

1070-იანი წლების ბოლოს პოლონეთში გამწვავდა შიდა და გარე პრობლემები. ბოლესლავ II-ის ძალისხმევა დაებრუნებინა პოლონეთისათვის დასავლეთ პომორიე წარუმატებელი აღმოჩნდა. 1077 წელს, რომის პაპის თხოვნით ბოლესლავმა კიდევ ერთხელ გაილაშქრა კიევზე. ქალაქი აიღო და იზიასლავი ისევ გახდა კიევის მთავარი. მაგრამ როგორც კი პოლონელები დაბრუნდნენ სახლში, იზიასლავის ძმები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ და 1078 წელს იზიასლავი ბრძოლაში დაიღუპა. ძირითად პრობლემას მაინც, პოლონეთის მაღალი არისტოკრატიის დამოუკიდებლობის ზრდა წარმოადგენდა, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ჩეხეთი და წმინდა რომის იმპერია. ბოლისლავის მიერ ღალატში დადანაშაულებული კრაკოვის ეპისკოპოსის სტანისლავ შჩეპანოვსკის დასჯის შემდეგ (1079 წ. 11 აპრილი) ქვეყანაში მაგნატების აჯანყება დაიწყო. აჯანყების სათავეში იყო მეფის უმცროსი ძმა თავადი ვლადისლავ ჰერმანი. 1079 წელს ბოლესლავ II ტახტიდან ჩამოაგდეს და გააძევეს პოლონეთიდან. ის იძულებული შეიქნა უნგრეთში გაქცეულიყო და ორი წლის შემდეგ ლტოლვილობაში გარდაიცვალა. ტახტი დაიკავა ბოლესლავის მეამბოხე ძმამ - ვლადისლავ I ჰერმანმა.

ქორწინება და შვილები რედაქტირება

მეშკო (1069 — 11.03.1089), პოზნანის მთავარი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2000) „Boleslas II the Bold“, Encyclopedia of the Middle Ages. Routledge. ISBN 978-1-57958-282-1. ციტირების თარიღი: 2010-03-25.