სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლერო (მრავალმნიშვნელოვანი).

ბოლერო (ესპ. Bolero) — ესპანური (წყვილთა) ცეკვა, წარმოიშვა XVIII საუკუნის ბოლოს. სრულდება გიტარის აკომპანიმენტის, ზოგჯერ კი სიმღერის თანხლებით. მისთვის დამახასიათებელი რიტმული სურათი ხაზგასმულია კასტანიეტების კაკუნით. XIX საუკუნის დასაწყისიდან ბოლერო ცნობილია საბალეტო სცენაზეც. იგი ხშირად გამოიყენება პროფესიულ მუსიკაში (მორის რაველის „ბოლერო“ სიმფონიური ორკესტრისათვის და სხვა).[1]

ბოლეროს მოცეკვავე
ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, 1895

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.