ბოდუენ I ფლანდრიელი

ბოდუენ (ბალდუინ) I ფლანდრიელი (ფრანგ. Baudouin I de Flandre; დ. ივლისი, 1172 — გ. დაახლ. 1205, ტირნოვო) — ლათინთა პირველი იმპერატორი 1204 წლიდან, ენოს გრაფი ბოდუენ VI დე ენოს (ფრანგ. Baudouin VI de Hainaut) სახელით 1195–1205 და ფლანდრიის გრაფი ბოდუენ IX ფლანდრიელის (ფრანგ. Baudouin IX de Flandre) სახელით 1194–1205 წლებში. ფლანდრიის საგრაფო დედამისის — მარგარიტა I-ის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, მალევე, ერთ წელში კი მამამისი ბოდუენ V დე ენოც გარდაიცვალა და ბოდუენმა ენოს საგრაფოც ხელში ჩაიგდო. აქტიურად მონაწილეობდა მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, 1204 წლის 9 მაისს ჯვაროსნებმა ბოდუენი ახლადდაარსებული ლათინთა იმპერიის პირველ იმპერატორად აირჩიეს. კორონაცია 16 მაისს შედგა აია-სოფიას ტაძარში. მის დომენში შედიოდა საკუთრივ კონსტანტინოპოლი, ევროპული და აზიური ტერიტორიები და რამდენიმე კუნძული: ლემნოსი, ლესბოსი, ქიოსი, ტინოსი. დაპირისპირებაში აღმოჩნდა ბონიფაციუს I-თან. 1205 წელს თრაკიაში აჯანყდნენ ბერძნები, რომლებმაც დასახმარებლად ბულგარეთის მეფე კალოიანს მოუხმეს. მათ დაიკავეს ადრიანოპოლი. 1205 წლის 14 აპრილს ადრიანოპოლის ბრძოლაში ჯვაროსნები დამარცხდნენ. ბოდუენი ტყვედ ჩავარდა. გიორგი აკროპოლიტის ცნობით, იგი მოკლეს და მისი თავის ქალისაგან სასმელის ფიალა გააკეთეს. ბოდუენის მემკვიდრე მისი ძმა ანრი I გახდა, რომელიც ტახტზე დაახლ. 1 წლის დაგვიანებით ავიდა.

ბოდუენ I ფლანდრიელი
Baudouin I de Flandre
ფლანდრიის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1194
მმართ. დასასრული: 1205
წინამორბედი: მარგარიტა I
მემკვიდრე: ჟანა I
ენოს გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1195
მმართ. დასასრული: 1205
წინამორბედი: ბოდუენ V დე ენო
მემკვიდრე: ჟანა I
ლათინთა იმპერატორი
კორონაცია: 16 მაისი, 1204
მმართ. დასაწყისი: 9 მაისი, 1204
მმართ. დასასრული: 1205
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ანრი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1172
დაბ. ადგილი: ვალანსიენი
გარდ. თარიღი: 1205
გარდ. ადგილი: ტირნოვო
მეუღლე: მარია შამპანელი
შვილები: ჟანა I, მარგარიტა II
დინასტია: ფლანდრიის საგვარეულო
მამა: ბოდუენ V დე ენო
დედა: მარგარიტა I
რელიგია: კათოლიციზმი

ლიტერატურა რედაქტირება