ბობი მური (ინგლ. Bobby Moore; დ. 12 აპრილი, 1941 — გ. 24 თებერვალი, 1993) — ინგლისელი ფეხბურთელი. კაპიტნობდა „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ 10 წელზე მეტხანს და იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ინგლისმა პირველი და დღემდე ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად, ხოლო პელემ ის საუკეთესო მცველად დაასახელა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 37-ე ადგილზე დასახელდა.[1]

ბობი მური
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რობერტ ფრედერიკ ჩელსი მური
დაბადების
თარიღი
12 აპრილი, 1941
დაბადების
ადგილი
ბარკინგი, ესექსი, ინგლისი
გარდაცვალების
თარიღი
24 თებერვალი, 1993 (51 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ლონდონი, ინგლისი
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1956–1958 ვესტ ჰემ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1958–1974 ვესტ ჰემი 544 (24)
1974–1977 ფულემი 124 (1)
1976   თანდერი 24 (1)
1978 საუნდერსი 7 (0)
1978 ჰერნინგი 9 (0)
1983 კაროლინა 8 (0)
სულ 716 (26)
ეროვნული ნაკრები
1962–1973 ინგლისი 108 (2)
სამწვრთნელო კარიერა
1980 ოქსფორდ სიტი
1981–1982 ისტერნი
1984–1986 საუთენდ იუნაიტედი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მურმა 108 მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებში, რაც რეკორდი იყო მისი საერთაშორისო კარიერის დასრულებისას, 1973 წელს. ეს რეკორდი მოგვიანებით დაამხო მეკარე პიტერ შილტონმა, რომელმაც 124 მატჩი ჩაატარა ნაკრებში. მურის რეკორდი მინდვრის მოთამაშეებს შორის კი, 2009 წელს ერთი მატჩით გააუმჯობესა დეივიდ ბექჰემმა.[2] მაგრამ, განსხვავებით ბექჰემისგან, მურს ყველა ნათამაშები მატჩი შეუცვლელად ჰქონდა ნათამაშები, რაც უნიკალური შედეგი ალბათ კვლავ დიდხანს იქნება.[3]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

სანაკრებო რედაქტირება

  ინგლისი
  • მსოფლიო ჩემპიონი: 1966

ინდივიდუალური რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  2. ბეკჰემი რეკორდს ოჯახს უძღვნის. Fifa.com (28 მარტი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-06. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2013.
  3. კორხილი, ბარნი. დიდი შეჯიბრება: შეძლებს დეივიდ ბეკჰემი ბობი მურის რეკორდის გაუმჯობესებას?. Bleacher Report. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2013.
  4. 1966 Soccer World Cup Awards · All-Star Team. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2021