ბიჰევიორისტული გეოგრაფია

ბიჰევიორისტული გეოგრაფია, ქცევის გეოგრაფია (ინგლ. Behavioral geography) — საზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგი, რომელიც ადამიანის ქცევაში შეისწავლის ტერიტორიულ სხვაობას და მის ორიენტაციას სივრცეში. როგორც წესი, ატარებს კვლევას მიკროდონეზე, მაგალითად, ქალაქი, მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სხვა; მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებებთან, მათ შორის ეკონომიკურ გეოგრაფიასთან, სოციალურ გეოგრაფიასთან და კულტურის გეოგრაფიასთან. ფოკუსირებულია კოგნიტურ პროცესებზე.

ბიჰევიორისტული გეოგრაფია წარმოიქმნა აშშ-ში 1960-იან წლებში გეოგრაფიაში ქცევის ფსიქოლოგიის (სქემა „სტიმული – რეაქცია“) ფართოდ შეჭრის შედეგად. ბიჰევიორისტული გეოგრაფიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა გეოგრაფიაში უფრო ადრეული სივრცული ანალიზის სკოლის კრიტიკა ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტების არასაკმარისი აღრიცხვის გამო. ბიჰევიორისტული გეოგრაფია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო, სასწავლო და კონსტრუქციული დისციპლინა. იგი წაროიქმნა როგორ გეოგრაფთა პასუხი საზოგადოების კითხვებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ადამიანის ყოფიერების ახალი სივრცეების აღქმის ცდასთან.

ბიჰევიორისტული გეოგრაფიის წამყვანი წარმომადგენლები არიან: ჯონ რობერტ გოლდი, რეჯინალდ გოლეჯი, პიტერ რობინ გულდი, დევიდ სტი, როჯერ დაუნზი და სხვა. ბიჰევიორისტული გეოგრაფიის ნაშრომებში მეტად ფართოდ გამოიყენება ტერიტორიის ინდივიდუალური აღქმის მეთოდი (მაგ., კოგნიტური რუკების შედგენა), ამ აღქმის სპეციფიკა განიხილება როგორც ადამიანის სივრცული ქცევის საფუძვლის ფორმირება. მეთოდური თვალსაზრისით, ბიჰევიორისტულ გეოგრაფიასთან ყველაზე უფრო ახლოს დგას ადამიანის გადაადგილების დღე-ღამის, ერთი კვირისა და სხვათა ტრაექტორიის შესწავლა (შვედი გეოგრაფის ტორსტენ ჰეგერსტრანდის ეგრეთ წოდებული დროებითი გეოგრაფია).

მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში ფსიქოლოგიაში კოგნიტურმა ფსიქოლოგიამ განდევნა ქცევითი მიმართულება, ბიჰევიორისტულმა გეოგრაფიამ დაკარგა თავისი მეთოდოლოგიური ბაზა და XX საუკუნის ბოლოს ადგილი დაუთმო კოგნიტურ გეოგრაფიას. ამასთან, პარალელურად ბიჰევიორისტული გეოგრაფია ჰუმანისტური გეოგრაფიის წარმომადგენლების მხრიდან ექვემდებარებოდა კრიტიკას ადამიანის მიერ სივრცის სუბიექტური გააზრების ფორმალიზებული შესწავლის გამო. ამჟამად, ბიჰევიორისტულ გეოგრაფიასთან ახლოს მდგომი კვლევები ტარდება გეოინფორმაციული სისტემების ფორმირებისას, მაგ., გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის შესწავლა მარშრუტის არჩევის დროს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Environmental perception and behavior / Ed. by D. Lowenthal. Chi., 1967;
  • Häger­strand T. Space, time and human conditions // Dynamic allocation of urban space / Ed. by A. Karl­qvist a. o. Lexington, 1975;
  • idem. Sur­vival and arena // Human activity and time geography / Ed. by T. Carlstein a. o. N. Y., 1978;
  • idem. Time geography: focus on the corporeality of man, society and environment // The science and praxis of complexity. Tokyo, 1985;
  • Bun­ting T. E., Guelke L. Behavioral and perception geo­graphy: A critical appraisal // Annals of the Association of American Geographers. 1979. Vol. 69. № 3.