ბირთვული ომი — სამხედრო კონფლიქტი ან პოლიტიკური სტრატეგია, რომლის დროსაც სახელმწიფოები ბირთვულ იარაღს გამოყენებენ მოწინააღმდეგისთვის ზიანის მისაყენებლად.

სოკოს ფორმის ატომური ღრუბელი ნაგასაკის თავზე

იმის გამო, რომ ბირთვული იარაღის მასშტაბები უკიდურესად ძლიერია, ბირთვული ომის შესაძლებლობამ დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო პოლიტიკაზე. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი სახის ბირთვული იარაღი იქნა გამოყენებული ომის დროს: „ბიჭუნა“ ჰიროსიმასა და „მსუქანა“ ნაგასაკიში, შედეგად კი 120 000 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო წლებში, ათასობით ბევრად უფრო ძლიერი ატომური ბომბი დამზადდა, თუმცა ისინი ომებში არ გამოყენებულა.

ისტორია რედაქტირება

 
ატომური იარაღი

ატომური ბომბი შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რათა დახმარებოდა ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომში და ბრძოლა შეეჩერებინა. ჰიროსიმასა და ნაგასაკის დანგრევამ, მანჯურიის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის შეჭრამ გამოიწვია იაპონიის დანებება. ასეთი მხოლოდ ორადორი შემთხვევაა, როდესაც ომში გამოიყენეს ატომური იარაღი. იმ პერიოდში მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დაემზადებინა ატომური ბომბი, თუმცა მალევე მისი შექმნა საბჭოთა კავშირმაც მოახერხა. ცივი ომის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ემტერებოდნენ. მათ ორივეს ჰქონდათ ბევრი ატომური ბომბი, თუმცა მათი გამოყენება ვერცერთმა ვერ შეძლო. ვინაიდან არც ერთი ქვეყანა შეიძლება განადგურდეს სხვა იარაღით, ატომური ომი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ქვეყნები შეუტევდნენ ერთმანეთს ატომური იარაღებით, რაც უდიდეს ზარალს გამოიწვევდა, განადგურდებოდა სამყაროს დიდი ნაწილი და ძალიან ბევრი ქვეყანა ვეღარც კი იარსებებდა. ეს ვითარება ცნობილი გახდებოდა, როგორც „ტერორის ბალანსი“, ან ეს ორი უძლიერესი ქვეყანა შეთანხმდებოდა და მათ შორის დამყარდებოდა მშვიდობა მესამე მსოფლიო ომამდე.

რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მმართველობის დასრულების შედეგ, ამერიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობა შერბილდა და ომის საშიშროებაც შემცირდა. აშშ.-სა და რუსეთის გარდა ატომური ბომბები აქვთ ასევე: ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ისრაელს, ინდოეთს, პაკისტანსა და ჩრდილოეთ კორეას. ატომური ტექნოლოგიის განვითარება, წინსვლა და გამარტივება ძალიან დიდ საფრხეს შეიცავს. შესაძლებელია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ხელში ჩაიგდონ ბირთვული იარაღი და გამოიყენონ იგი მათდასასიკეთოთ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება