ბირგერ იარლი

ბირგელ იარლი

ბირგერ იარლი (დაბადებისას ბირგერ მაგნუსონი, ფოლკუნგების გვარიდან. დ. 1210 წ. - გ. 1266 წ. 21 ოქტომბერს) შვედეთის მმართველი, ბიალბოს სახლის წევრი, გადამწყვეტი როლი ითამაშა შვედეთის კონსოლიდაციაში. იარლი იყო 1248 წლიდან, რეგენტი 1250 წლიდან სიკვდილამდე.

ბირგერ იარლი

ტრადიციულად მას მიაწერენ შვედეთის დედაქალაქის სტოკჰოლმის დაარსებას (დაახლოებით) 1250 წლისთვის. ქალაქში რამდენიმე ისტორიული ნაგებობა დღემდე იარლის სახელს ატარებს.

ბიოგრაფია რედაქტირება

ახალგაზრდობა რედაქტირება

ბირგერი ფოლკუნგების გავლენიანი დინასტიის წარმომადგენელი, მაგნუს მინელშელდის მეოთხე ვაჟი იყო. დაიბადა და გაიზარდა ბიალბოს მამულში. ქრონიკებში ბირგერის პირველი მოხსიენიბა 1237 წელს ხდება, როდესაც მეფე ერიკ ინგებორგის დაზე იქორწინა. იმხანად შვედეთის იარლად მისი ბიძაშვილი ულფ ფასე უკვე 15 წლის დანიშნული იყო, მძიმე ავადმყოფ მეფეს კი მემკვიდრე არ გააჩნდა.

სამხედრო კარიერა რედაქტირება

ბირგერის 1240 წლის ნევის ბრძოლაში მონაწილეობას, სადაც ის სახეში დაიჭრა, მხოლოდ რუსი მემატიანეები აღწერენ. ულფ ფასეს გარდაცვალების შემდეგ 1248 წელს ბირგერი ყველა კონკურენტს იშორებს, ქვეყნის იარლი ხდება და სამხედრო ამალასთან ერთად ფინეთის დასაპყრობად მიემგავზრება. საომარი მოქმედების შეწყვეტა 1250 წელს მეფის გარდაცვალების უწყების მიღების გამო მოუწია.

შვედეთის თავად-აზნაურობა წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ბირგერი მეფედ ეკურთხებინათ, თუმცა, მან მაინც მოახერხა ტახტზე თავისი უფროსი ვაჟი 11 წლის ვოლდემარი აეყვანა. რეგენტად კი თავად ბირგერი დაინიშნა. 1251 წელს მისივე ახლო ნათესაობამ ჯანყი მოუწყო. აჯანყებულების ჩახშობა ბირგერმა იოლად მოახერხა, მეფე კნუტ გრძელის ვაჟი ფილიპ კნუტსონი და იარლ კნუტ ბირგერსონის შვილიშვილი კნუტ მაგნუსონი დასაჯეს, ულფ ფასეს ვაჟი კარლი კი ქვეყნიდან გააძევეს.

შიდაპოლიტიკა რედაქტირება

კონკურენტებთან გამკლავების შემდეგ ბირგერმა სახელმწიფოს გამაგრებისა და სოციალური სტაბილურობის პოლიტიკის გატარება დაიწყო. ვაჟი ვოლდემარი დანიის პრინცესაზე დააქორწინა, ქალიშვილები კი ნორვეგიისა და ჩრდილოეთ გერმანიის მმართველ თავადებს მიათხოვა; გარდა ამისა, სავაჭრო ხელშეკრულებები დადო ლუბეკთან, ჰამბურგთან და ინგლისთან. ფინეთში ციხესიმაგრე ტავარსტჰუსი დააარსა, გაამაგრა სტოკჰოლმის მისადგომები, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის დედაქალაქი გახდა.

ბირგერი ცნობილია როგორ კანონმდებელი - მან აკრძალა გახურებული შანთებით წამება (რაც ვიკინგთა დროიდან ჩვეულ მეთოდს წარმოადგენა), ქალიშვილებს მემკვიდრეობის მიღების უფლება დართო, (ვაჟის მემკვიდრეობის არანაკლებ ნახევარი); ეწეოდა ეკლესიების - როგორც კულტურისა და განათლების კერების -მშენებლობის წახალისებას. ეკლესიის დახმარებამ და მეზობელ ქვეყნებთან დანათესავებამ მის მიერ დაარსებულ დინასტიას მომდევნო საუკუნის შუა ხანებამდე მისცა შვედეთისა და ნორვეგიის მართვის საშუალება.

ბირგერ მაგნუსონი 1266 წელს იალბოლუნგში გარდაიცვალა. 2002 წელს მისი საფლავი გაიხსნა, რათა აღმოჩენილი ნაშთებიდან მისი უჩვეულო იერ-სახე აღედგინათ. როგორც გაირკვა, გარდაცვალების დროს ბირგერი 50 წლის უნდა ყოფილიყო.


მემკვიდრეობა რედაქტირება

  • გრეგერსი; 1276 წელი. უკანონო ვაჟი უცნობი ქალისგან
  • ერიკის ქალიშვილ ინგებორგთან ქორწინებით

რიკიცა (1238-1288) ნორვეგიის მეფის, ჰოკონ ჰოკონსონის ცოლი; შემდგომში ჰენრიჰ ვერლელის ცოლი.

მაგნუს ლადულოსი (1240-1290), შვედეთის მეფე 1276 წლიდან.

  • ქრისტინა
  • კატარინა (1245-1289), ზიგფრიდ ანჰალტელის ცოლი.
  • ერიკი (1250-1302), სოლანდის ჰერცოგი;
  • ინგებორგი (1250-1275) იაჰოან საქსონელის ცოლი.
  • ბენგტი (1254-1291) ფინეთში ლინჩოპინგის ეპისკოპოსი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება