ბიორნ კეიპერსი (ნიდერლ. Björn Kuipers; 28 მარტი, 1973 წ. ოლდენზალი) — ნიდერლანდელი ფეხბურთის მსაჯი. ძირითადად მოღვაწეობს ნიდერლანდების უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში.

ბიორნ კეიპერსი 2013 წლის კონფედერაციის თასის ფინალის მსაჯობისას

კეიპერსი ამავე დროს მსაჯობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მათ შორისაა 2006 წლის ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი[1], უეფა-ს თასის, უეფა-ს ევროპის ლიგისა[2] და ჩემპიონთა ლიგის მატჩები.[3] KNVB-ის (ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია) მიერ კეიპერსი A კლასის (ტოპ-სია) არბიტრთა სიაშია შეტანილი.[4] მამამისი ასევე მსაჯი იყო.

2009 წლის 14 ივლისს, KNVB-ის მსაჯთა ტექნიკური სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ კეიპერსი ევროპული ფეხბურთის უმაღლეს კლასში იქნა აყვანილი. პიეტერ ვინკთან და ერიკ ბრაამჰაართან ერთად, იგი ერთადერთი ჰოლანდიელია უმაღლეს ევროპულ დონეზე.[5] 2006 წლიდან ირიცხება ფიფა-ს მსაჯთა სიაში.[6]

ბიორნი ნეიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სამი C1000 სუპერმარკეტისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-13. ციტირების თარიღი: 2012-04-03.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-13. ციტირების თარიღი: 2012-04-03.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2012-04-03.
  4. http://www.soccerway.com/referees/bjorn-kuipers/44867/
  5. "Scheidsrechter Kuipers promoveert naar hoogste klasse" op 14 januari 2009 op sportweek.nl
  6. http://www.football-lineups.com/referee/104/?fo=332