ბინდის საგა: დაბნელება

ბინდის საგა: დაბნელება“ (ინგლ. The Twilight Saga: Eclipse) — მესამე ფილმი სტეფანი მეიერის ვამპირული რომანების ეკრანიზაციების სერიაში. იგი ეფუძნება რომანს „დაბნელება“. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი, რობერტ პეტინსონი და ტეილორ ლოტნერი. ფილმის სცენარის ავტორია მელისა როზენბერგი.

„ბინდის საგა: დაბნელება“
ჟანრი ვამპირული რომანი
რეჟისორი დევიდ სლეიდი
პროდიუსერი ვიკ გოდფრი, კერენ როზენფელტი
სცენარის ავტორი მელისა როზენბერგი
ნაწარმოები სტეფანი მეიერი
როლებში კრისტენ სტიუარტი
რობერტ პეტინსონი
ტეილორ ლოტნერი
დაკოტა ფენინგი
ბრაის დალას ჰაუარდი
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
მონტაჟი ნენსი რიჩარდსონი, არტ ჯონსი
დისტრიბუტორი Summit Entertainment
გამოსვლის თარიღი
  • 24 ივნისი, 2010 (2010-06-24) (ლოს-ანჯელესის პრემიერა)
  • 30 ივნისი, 2010 (2010-06-30) (აშშ)
ხანგრძლივობა 123 წთ.[1]
129 წთ. (გაფართოებული ვერსია)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 68 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 698.5 მილიონი აშშ დოლარი[2]

გადაღებები მიმდინარეობდა 2009 წლის 17 აგვისტოდან იმავე წლის ოქტომბრამდე. ბრაის დალას ჰოვარდმა შეცვალა რეიჩელ ლეფევრი ვიქტორიას როლში.

ფილმი გამოვიდა 2010 წლის 30 ივნისს. საგულისხმოა, რომ ეს არის საგის პირველი ფილმი, რომელიც IMAX-ის ტიპის კინოთეატრებში იქნა ნაჩვენები. გამოსვლიდან ერთ დღეში მისმა შემოსავალმა შეადგინა 30 მილიონი აშშ დოლარი, ამ დროისთვის კი 698.5 მილიონ დოლარს შეადგენს[2].

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სახლის გზაზე მიმავალ რაილის ვიქტორია ვამპირად გარდაქმნის .ამის საშუალებით იგი შექმნის მრავალკაციან არმიას,რომელიც ბელაზე ნადირობს.ამის გამო სიეტლის შტატში მკვლელობები მიმდიანრეობს, კალენების კლანი ცდილობს პრობლემა მოაგვაროს. გამოსაშვებ საღამოზე ელისი იხილავს არმიას რომელიც პირდაპირ სიეტლში მოემართება. ამის გამო დაიდება შეათანხემბა ვამპირებსა და მაქციებს შორის. წინა დღეს მათ ივარჯიშეს და ინადირეს, მომდევნო დღეს კი ბელას სუნის გამო შეზღუდულად, ბრძოლის ველი აირჩიეს.ჯეიკობის მძაფრმა სუნმა ბელას სუნი გადაფარა, ამიტომ ჯეიკობი წაიყვანს ბელას მთაში, სადაც მათ ედვარდი დახვდებათ. ამ დროს კი ვიქოტრიას არმია მოვიდა, კალნები დაწინაურდნენ, მაგრამ როცა არმიაც შეტევაზე გადავიდე მაქციები ჩაერთვნენ ბრძოლაში.საბოლოოდ არმია დამარცხდება და კალენები მოიგებენ ამ ბრძოლას. თუმცა ამ დროს ვიქოტორიამ და რაილიმ ბელას მიაგნეს. ამის გამო გაიმართება ბრძოლა ერთი კალენსა და ორ ვამპირს შორის. რაილიმ მოახერხა ედავარდის დაჭერა და ისისიყო ვიქტორიას თავი უნდა მოეგლიჯა რომ...ბელამ ხელი გაიჭრა, სისხლის სუნმა ამ ორ ვამპირს თავგზა აუბნია და მას დაედევნა,მაგარმ გვიანღა იყო ედვარდმა ორივე დახოცა. ედევარდი და ბელა ბრძოლის ველზე ჩავიდნენ, რადგან ელისმა ვოლტურების გამოჩენა დაინახა. სასწრაფოდ მოაშორეს მაქციები იქაურობას, ამ დროს ჯეიკობი ძლიერ დაშავდა. ამასობაში ვოლტურებიც მოვიდნენ, მათ ჩხუბი არ დაუწყიათ პირიქით აქეს ისინი. საბოლოოდ ბელა ედვარდს ცოლობაზე დათანხმდება და მისგან ბეჭედს მიიღებს.

მუსიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.bbfc.co.uk/releases/eclipse-2010
  2. 2.0 2.1 2.2 The Twilight Saga: Eclipse (2010). Box Office Mojo. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2010-07-12.