ბინგოლი (თურქ. Bingöl) — ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, ბინგოლის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ის არის ფართობითა და მოსახლეობით უდიდესი ქალაქი ბინგოლის პროვინციაში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ბინგოლში ცხოვრობს 103 441 ადამიანი. ქალაქი ბინგოლი მდებარეობს 1 153 მეტრზე ზღვის დონიდან. ბინგოლს აქვს მერია და მისი მერი არის იუჩელ ბარაქაზი.

ქალაქი
ბინგოლი
თურქ. Bingöl
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ბინგოლი
კოორდინატები 38°53′10″ ჩ. გ. 40°30′06″ ა. გ. / 38.88611° ჩ. გ. 40.50167° ა. გ. / 38.88611; 40.50167
მერი იუჩელ ბარაქაზი
ფართობი 1,789.86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,153
მოსახლეობა 103,441 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0426
საავტომობილო კოდი 12
ოფიციალური საიტი bingol.bel.tr
ბინგოლი — თურქეთი
ბინგოლი

ბინგოლს აღმოსავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით საკუთარი პროვინციის ქალაქები ესაზღვრება. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოლჰანი, სამხრეთით — გენჩი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კარლიოვა, ხოლო ჩრდილოეთით ესაზღვრება ადაქლი. ბინგოლს დასავლეთით ელაზიღის პროვინცია ესაზღვრება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება