ბიმსტერი (ნიდერლ. Beemster) — მუნიციპალიტეტი ნიდერლანდებში, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში. 2007 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 8 486 ადამიანს შეადგენს. ბიმსტერი თავდაპირველად პოლდერს ეწოდებოდა (ზღვის დაბლობი სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზღვის დონეზე დაბლაა და ჯებირით არის დაცული წყლით დაფარვისაგან), რომელიც ტბას ქარის წისქვილების დახმარებით გამოსტაცეს. ეს პროცესი 1609 - 1612 წლებში მიმდინარეობდა. დღეისათვის თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული მისი მინდვრების ლანდშაფტი, გზები, არხები, დამბები და დასახლებები რომლებიც კლასიკური და რომანული სტილის დაგეგმარების პრინციპებზეა შექმნილი.

მუნიციპალიტეტი
ბიმსტერი
Beemster
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
კოორდინატები 52°34′00″ ჩ. გ. 4°56′00″ ა. გ. / 52.56667° ჩ. გ. 4.93333° ა. გ. / 52.56667; 4.93333
მმართველი Joyce van Beek
ფართობი 72.08 კმ²
ცენტრის სიმაღლე −4 მეტრი
მოსახლეობა 8 486 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 120 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 1460–1464
ოფიციალური საიტი beemster.net
ბიმსტერი — ნიდერლანდები
ბიმსტერი

ბიმსტერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ქალაქსა და სოფელს მოიცავს.

1999 წელს, მისი ისტორიული მნიშვნელობის, არეალის ორიგინალური და დღემდე ხელშეუხებელი სტრუქტურების გამო ბიმსტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 899
ინგლ.რუს.ფრ.