ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო

ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო (წინად ცნობილი როგორც NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო) - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი ჯილდო, რომელიც 1969 NBA ფინალიდან მოყოლებული გადაეცემა. ჯილდოს ბედს 9 მედიის წევრი გადაწყვეტს, რომელიც ფინალური რაუნდის დასკვნით შეხვედრისას აძლევენ ხმას. მოთამაშე ყველაზე მაღალი ქულებით იგებს ჯილდოს. ასევე NBA ფინალის დროს, გულშემატკივრებიც აძლევენ ხმას NBA.com-ზე, რაც მეათე ხარისხად მიდის ხმები.[1][2] თავდაპირველად, ჯილდო იყო შავი ფერის თასი ოქროსფერი კალათბურთის ფიგურებით დაბოლოვებული ზემოთ, რომელიც თითქმის ლარი ობრაიანის თასის ანალოგიურია, სანამ 2005 წელს უფორ პატარა თასს არ შექმნიდნენ.[3][4]

head shot of Jerry West
ჯერი ვესტმა ჯილდოს მოგება ინაუგურაციის სეზონში შეძლო, ასევე ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც წაგებული გუნდიდან იქნა დასახელებული (1969 წლის NBA ფინალში).
head shot of Michael Jordan
მაიკლ ჯორდანი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯილდო 6-ჯერ მოიგო.
შაკილ ონილი არის მაიკლ ჯორდანის გარდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯილდო ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.
ტიმ დანკანი (ზემოთ) არის ერთადერთი საერთაშორისო მოთამაშე რომელმაც ჯილდო არაერთხელ მოიგო, მაშინ როდესაც ტონი პარკერი (ბურთით) არის პირველი ევროპელი მოთამაშე, რომელმაც ჯილდოს მოპოვება შეძლო.
კობი ბრაიანტი ორ გზის ფინალის MVP გამარჯვებულია.

დაარსებიდან მოყოლებული, ჯილდო 27 სხვადასხვა მოთამაშეს გადაეცა. მაიკლ ჯორდანი, რომელიც ლიდერობდა ჩიკაგო ბულზს 6 NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში 1991-1993 და 1996-1998 წლებში, არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯილდო 6-ჯერ მოიგო.[5] მეჯიკ ჯონსონი, შაკილ ონილი და ტიმ დანკანი არიან ის მოთამაშეები, რომლებმაც ჯილდოს მოპოვება 3-ჯერ შეძლეს, ხოლო უილის რიდის, კარიმ აბდულ-ჯაბარის, ლარი ბირდის, ჰაკიმ ოლეიუონის და კობი ბრაიანტის მონაგარში ასეთი 2 ჯილდოა. ჯორდანი და ონილი არიან მხოლოდ ის წევრები, რომლებმაც შეძლეს ზედიზედ 3 წელიწადში მოეპოვებინათ ეს ჯილდო (ჯორდანმა 2-ჯერ შეძლო ეს). ოლეიუონმა და ბრაიანტმა ჯილდოს მოპოვება ზედიზედ ორჯერ შეძლეს. კარიმ აბდულ-ჯაბარი არის ერთადერთი გამარჯვებული, რომელმაც ჯილდოს მოპოვება 2 სხვადასხვა გუნდთან ერთად შეძლო, პირველი მათგანი მილუოკი ბაქსის რიგებში 1971 წელს და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში 1985 წელს. ჯონსონი არის ერთადერთი ახალბედა, რომელმაც შეძლო ჯილდოს მოგება ლეიკერსში ყოფნის დროს 1980 წელს.[6] ჯერი ვესტი იყო პირველი დაჯილდოებული და ასევე ერთადერთი ჯილდოს გამარჯვებული, რომელიც დამარცხებულ გუნდში იყო NBA ფინალში.[5] ოლეიუონი (ნიგერიაში დაბადებული) 1993 წელს მხოლოდ აშშ მოქალაქეობა მიიღო, ტიმ დანკანი აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, ტონი პარკერი საფრანგეთი (რომელიც ბელგიაში დაიბადა) და დირკ ნოვიცკი გერმანიიდან არიან მხოლოდ ის 4 გამარჯვებული, რომელთაც არ აქვთ აშშ მოქალაქეობა მოგებული. დანკანს აქვს ამერიკის მოქალაქეობა, მაგრამ ის არის საერთაშორისო მოთამაშე NBA-ს მხრიდან, რადგან ის არ იქნა დაბადებული აშშ-ის 50 შტატში ან ვაშინგტონის ტერიტორიაზე.[7] პარკერი და ნოვიცკი არიან მხოლოდ ის გამარჯვებულები, რომელიც აშშ ფარგლებს გარეთ ვარჯიშობდნენ. ოლეიუონი კოლეჯის კალათბურთს ჰიუსტონში, ხოლო დანკანი უეიკ ფორესტში თამაშობდა.

2009 წლის 14 თებერვალს, 2009 წლის NBA All-Star მატჩის შესვენების დროს ფინიქსში, NBA-ს რწმუნებულმა დევიდ სტერნმა განაცხადა ჯილდოს სახელის შეცვლის შესახებ, რის შემდეგადაც ჯილდოს „ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო“ ეწოდება, რაც 11 გზის NBA ჩემპიონის - ბილ რასელის პატივსაცემად დაერქვა.[8]

გამარჯვებულები რედაქტირება

^ აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები.
*
  • არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში
მოთამაშე (X) აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მისთვის
გუნდი (X) აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო გუნდისთვის
წელი მოთამაშე პოზიცია ეროვნება გუნდი
1969 ჯერი ვესტი*[a] G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
1970 უილის რიდი* C/F   აშშ ნიუ-იორკ ნიქსი
1971 ლუ ალსინდორი*[b] C   აშშ მილუოკი ბაქსი
1972 უილტ ჩემბერლენი* C   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (2)
1973 უილის რიდი* (2) C/F   აშშ ნიუ-იორკ ნიქსი (2)
1974 ჯონ ჰავლიჩეკი* F/G   აშშ ბოსტონ სელტიქსი
1975 რიკ ბერი* F   აშშ გოლდენ-სტეიტ უორიორსი
1976 ჯოუ ჯოუ უაითი G   აშშ ბოსტონ სელტიქსი (2)
1977 ბილ უოლტონი* C   აშშ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
1978 უეს ანსილდი* C/F   აშშ ვაშინგტონ ბულეტსი
1979 დენის ჯონსონი* G   აშშ სიეტლ სუპერსონიქსი
1980 მეჯიკ ჯონსონი* G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (3)
1981 სედრიკ მაქსუელი F   აშშ ბოსტონ სელტიქსი (3)
1982 მეჯიკ ჯონსონი* (2) G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (4)
1983 მოსის მელოუნი* C/F   აშშ ფილადელფია სიქსერსი
1984 ლარი ბირდი* F   აშშ ბოსტონ სელტიქსი (4)
1985 კარიმ აბდულ-ჯაბარი*[b] (2) C   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (5)
1986 ლარი ბირდი* (2) F   აშშ ბოსტონ სელტიქსი (5)
1987 მეჯიკ ჯონსონი* (3) G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (6)
1988 ჯეიმზ უორთი* F   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (7)
1989 ჯოუ დამერსი* G   აშშ დეტროიტ პისტონსი
1990 ისაია თომასი* G   აშშ დეტროიტ პისტონსი (2)
1991 მაიკლ ჯორდანი* G   აშშ ჩიკაგო ბულზი
1992 მაიკლ ჯორდანი* (2) G   აშშ ჩიკაგო ბულზი (2)
1993 მაიკლ ჯორდანი* (3) G   აშშ ჩიკაგო ბულზი (3)
1994 ჰაკიმ ოლეიუონი* C   აშშ[c] ჰიუსტონ როკეტსი
1995 ჰაკიმ ოლეიუონი* (2) C   აშშ[c] ჰიუსტონ როკეტსი (2)
1996 მაიკლ ჯორდანი* (4) G   აშშ ჩიკაგო ბულზი (4)
1997 მაიკლ ჯორდანი* (5) G   აშშ ჩიკაგო ბულზი (5)
1998 მაიკლ ჯორდანი* (6) G   აშშ ჩიკაგო ბულზი (6)
1999 ტიმ დანკანი^ F/C   აშშ[d] სან-ანტონიო სპურსი
2000 შაკილ ონილი C   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (8)
2001 შაკილ ონილი (2) C   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (9)
2002 შაკილ ონილი (3) C   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (10)
2003 ტიმ დანკანი^ (2) F/C   აშშ[d] სან-ანტონიო სპურსი (2)
2004 ჩონსი ბილაფსი^ G   აშშ დეტროიტ პისტონსი (3)
2005 ტიმ დანკანი^ (3) F/C   აშშ[d] სან-ანტონიო სპურსი (3)
2006 დუეინ უეიდი^ G   აშშ მაიამი ჰიტი
2007 ტონი პარკერი^ G   საფრანგეთი[e] სან-ანტონიო სპურსი (4)
2008 პოლ პირსი^ F   აშშ ბოსტონ სელტიქსი (6)
2009 კობი ბრაიანტი^ G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (11)
2010 კობი ბრაიანტი^ (2) G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (12)
2011 დირკ ნოვიცკი^ F   გერმანია დალას მევერიქსი
2012 ლებრონ ჯეიმზი^ F   აშშ მაიამი ჰიტი (2)
2013 ჯეიმზი, ლებრონლებრონ ჯეიმზი^ (2) F   აშშ მაიამი ჰიტი (3)
2014 ლეონარდი, კავაიკავაი ლეონარდი^ F   აშშ სან-ანტონიო სპურსი (5)
2015 იგუადალა, ანდრეანდრე იგუადალა^ F/G   აშშ გოლდენ-სტეიტ უორიორსი (2)
2016 ჯეიმზი, ლებრონლებრონ ჯეიმზი^ (3) F   აშშ კლივლენდ კავალიერსი
2017 დურანტი, კევინკევინ დურანტი^ F   აშშ გოლდენ-სტეიტ უორიორსი (3)
2018 დურანტი, კევინკევინ დურანტი^ (2) F   აშშ გოლდენ-სტეიტ უორიორსი (4)
2019 ლეონარდი, კავაიკავაი ლეონარდი^ (2) F   აშშ ტორონტო რაპტორსი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

აღნიშვნა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mike Bresnahan. (June 19, 2008) Numbers from final game tell bad tale for Lakers. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: July 15, 2008.
  2. Johnny Ludden. (June 25, 2005) MVP voting as close as the series. San Antonio Express-News. ციტირების თარიღი: July 15, 2008.
  3. Game 5 Notebook: Billups Wins MVP. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. ციტირების თარიღი: July 16, 2008.
  4. Spurs crowned NBA champions. CBC Sports (June 24, 2005). ციტირების თარიღი: July 16, 2008.
  5. 5.0 5.1 Finals Most Valuable Player. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. ციტირების თარიღი: July 14, 2008.
  6. Magic Johnson Bio. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. ციტირების თარიღი: October 21, 2010.
  7. Bargnani becomes first European top NBA draft pick. People's Daily Online (June 29, 2006). ციტირების თარიღი: June 16, 2008.
  8. The Finals MVP to Receive Bill Russell MVP Award. NBA/Turner Sports Interactive, Inc. (February 14, 2009). ციტირების თარიღი: February 14, 2009.
  9. Kareem Abdul-Jabbar Bio. NBA. ციტირების თარიღი: August 4, 2008.
  10. Hakeem Olajuwon Bio: 1992–93. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. ციტირების თარიღი: June 15, 2008.
  11. Virgin Islands. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2020. ციტირების თარიღი: August 12, 2008.
  12. All-Time USA Basketball Men's Roster: D. USA Basketball. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 28, 2009. ციტირების თარიღი: June 16, 2008.
  13. Parker will be speedy foe for Nets. Sports Illustrated. Time Warner Company (June 2, 2003). ციტირების თარიღი: October 17, 2010.