უილიამ სკოტ „ბილ“ ბრუფორდი (ინგლ. William Scott "Bill" Bruford, დ. 17 მაისი, 1949, სევენოუკსი, კენტი) — ინგლისელი დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მუსიკალური ლეიბლების მფლობელი.[1] იგი იყო ჯგუფ Yes-ის პირველი დრამერი (1968-1972). 1970-იან წლებში გამოდიოდა სხვა ცნობილ ჯგუფებში. 1976 წელს იყო ჯგუფ ჯენესისის დრამერი ტურნეს მსვლელობისას. 1997 წლამდე სხვადასხვა დროს იყო King Crimson-ის დრამერი. შემდგომში მან პროგრესული როკის ჯაზისკენ გადაინაცვლა და წლების მანძილზე იყო საკუთარ ჯგუფ Earthworks-ის ლიდერი. 2009 წლიდან მან შეწყვიტა საჯარო გამოსვლები, მაგრამ კვლავ მართავს ორ ლეიბლს, მონაწილეობს ინტერვიუებში და წერს მუსიკის შესახებ. 2009 წლის დასაწყისში გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი Bill Bruford: The Autobiography.

ბილ ბრუფორდი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი უილიამ სკოტ ბრუფორდი
დაბ. თარიღი 17 მაისი, 1949 (1949-05-17) (74 წლის)
დაბ. ადგილი სევენოუკსი, კენტი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯაზი/ფიუჟენი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
აქტიური 1968–2009
ლეიბლ(ებ)ი Polydor, E.G., Voiceprint, Winterfold, Summerfold
საიტი
ბილ ბრუფორდი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Bill Bruford. AllMusic. ციტირების თარიღი: 8 October 2011.