ბიდგოშჩი (პოლ. Bydgoszcz, გერმ. Bromberg, ლათ. Bydgostia) — ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში, ის გაშენებულია მდინარეების ბრდას და ვისლას ნაპირებზე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა 2009 წლის ივნისის აღწერის შემდეგ შეადგენს 358 029 ადამიანს, აგლომერაციაში კი ცხოვრობს 460 000 ადამიანი, მოსახლეობით ბიდგოშჩის მე-8 ადგილი უკავია პოლონეთში. ეს ქალაქი შედის კუიავო-პომერანიის სავოევოდოში.

ქალაქი
ბიდგოშჩი
პოლ. Bydgoszcz
გერმ. Bromberg
ლათ. Bydgostia
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
სავოევოდო კუიავო-პომერანი
კოორდინატები 53°07′00″ ჩ. გ. 18°00′00″ ა. გ. / 53.11667° ჩ. გ. 18.00000° ა. გ. / 53.11667; 18.00000
ქალაქის მერი კონსტანტი დომბროვიცი
დაარსდა 1238
ფართობი 174,57 კმ²
ცენტრის სიმაღლე 60
მოსახლეობა 358 029 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 2050,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +48 91
საფოსტო ინდექსი 85-001
საავტომობილო კოდი CB
ოფიციალური საიტი bydgoszcz.eu
ბიდგოშჩი — პოლონეთი
ბიდგოშჩი

ბიდგოშჩი ჯერ კიდევ 1238 წელს დაარსდა ანრი II-ის მმართველობის პერიოდში, ეს დასახლებული პუნქტი ქალაქად იწოდება უკვე 1346 წლიდან. ერთიანი პოლონეთის დაშლის შემდეგ ბიდგოშჩი ექცევა ვარშავის საჰერცოგოს შემადგენლობაში. გერმანიის იმპერიის გაძლიერების შემდეგ უკვე, იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბიდგოშჩი შევიდა დასავლეთ პრუსიის ტერიტორიაზე. პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ეს ტერიტორია დამოუკიდებელ პოლონეთს უბრუნდება, უკვე მეორე მსოფლიო ომში ბიდგოშჩი კვლავ იქნა ოკუპირებული გერმანელების მიერ. აქ მცხოვრები ებრაული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

1945 წელს ბიდგოშჩი გათავისუფლებული იქნა საბჭოთა არმიის მეშვეობით, იალტის კონფერენციის შემდეგ ბიდგოშჩი კვლავ აღმოჩნდა პოლონეთის შემადგენლობაში.

ქალაქში კუტურული ცხოვრება საკმაოდაა განვითარებული, აქ მრავალი ისტორიული შენობა თუ ეკლესია მდებარეობს. აქ არის კაზმირ დიდის უნივერსიტეტი, ოპერის შენოდა და მრავალი მუზეუმი, ხოლო ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ბიდგოშჩის აეროპორტი, აქედან ხორციელდება როგორც ქვეყნის შიდა ასევე ქვეყნის გარე რეისები.

მოსახლეობა რედაქტირება

  • ქალაქის მოსახლეობის დიაგრამა, 1600 წლიდან დღემდე

გალერეა რედაქტირება

საერთაშორისო ურთიერთობები რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

 
ბიდგოშჩის დაძმობილებული ქალაქების აბრა, ქალაქში.

ბიდგოშჩის დაძმობილებული ქალაქები:

მეგობრული დამოკიდებულებები რედაქტირება

ბიდგოშჩი ყოველთვის იჩენს მეგობრულ დამოკიდებულებას ამ ქალაქებთან:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Kragujevac City Partners. © 2008 Information service of Kragujevac City. ციტირების თარიღი: 2008-10-27.[მკვდარი ბმული]
  2. Local Government Association: Twin Town Search. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-19. ციტირების თარიღი: 2010-04-12.