ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი (აზერ. Bibiheybət məscidi) — შიიტური მეჩეთი ბაქოში, მდებარეობს ბაქოს ყურეს სანაპიროზე, აზერბაიჯანში. თავდაპირველად აგებულია XIII ს-ში შირვანშაჰ აბუ-ლ-ფათხ ფარუხზადის მიერ[1], რომელმაც იარსება 1936 წლამდე ვიდრე ბოლშევიკები დაანგრევდნენ. ამჟამინდელი შენობა, განახლებული მეჩეთი, აგებულია 1990-იან წლებში.

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი, 2008

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება ისლამი
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
პროვინცია ბაქო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მაჰმუდ იბნ საადი
ხუროთმოძღვრული სტილი შირვანის არქიტექტურული სკოლა
ფასადის მიმართულება სამხრეთი (მექა)
თარიღდება 1281-1282, ხელმეორედ 1997
დეტალები
გუმბათი 3
მინარეთი 2

ბიბი-ჰეიბათის კომპლექსი, რომელშიც მეჩეთის გარდა განსასვენებელები და საფლავები შედიან (მათ შორის უკეიმი ხანუმის საფლავი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავალი), როგორც განადგურებამდე, ისე ამჟამადაც წარმოადგენს აღმოსავლეთის მუსლიმების სასულიერო ცენტრს და აზერბაიჯანის ისლამური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ღისშესანიშნავ ძეგლს. მეჩეთი თავის დროზე მოინახულეს აბბასკული-აღა ბაკიხანოვმა, ალექსანდრე დიუმამ და ხურშიდბანუ ნატავანმა.

ადგილობრივები ძველად „ფატიმას მეჩეთს“ ეძახდნენ. ამავე სახელით აღწერს ალექსანდრე დიუმა მეჩეთს, რომელიც მე-19 საუკუნის 40-იან წლებში მოინახულა.

სქოლიო რედაქტირება