სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჩო (მრავალმნიშვნელოვანი).

ბეჩოს უღელტეხილი, იუსენგი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, დონღუზორუნისა და შხელდის მთებს შორის. სიმაღლე 3375 მ. დაფარულია ყინულით (ჩრდილოეთით იუსენგის და სამხრეთით დოლრას მყინვარი). ბილიკი გადადის ენგურის ხეობიდან (მდინარე დოლრაჭალის სათავეებიდან, მესტიის მუნიციპალიტეტი) ბაქსანის ხეობაში (მდინარე იუსენგის სათავეებში, ყაბარდო-ბალყარეთი).

ბეჩოს უღელტეხილი
კოორდინატები: 43°10′29″ ჩ. გ. 42°34′33″ ა. გ. / 43.174917° ჩ. გ. 42.575889° ა. გ. / 43.174917; 42.575889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3375 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ბეჩოს უღელტეხილი — საქართველო
ბეჩოს უღელტეხილი
ბეჩოს უღელტეხილი — რუსეთი
ბეჩოს უღელტეხილი

ბეჩოს უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის სხვა უღელტეხილებთან შედარებით ყველაზე ადვილი გადასასვლელია, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირისათვის.

ლიტერატურა რედაქტირება