ბესარიონ ბელინსკი

ბესარიონ გრიგოლის ძე ბელინსკი (რუს. Виссарион Григорьевич Белинский; დ. 11 ივნისი [ძვ. სტ. 30 მაისი], 1811, სვეაბორგი, ფინეთი — გ. 7 ივნისი [ძვ. სტ. 26 მაისი], 1848, პეტერბურგი) — რუსი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი.

ბესარიონ ბელინსკი
რუს. Виссарион Белинский
დაბადების თარიღი 30 მაისი (11 ივნისი), 1811[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი სუომენლინა[5] [1] [2] [3]
გარდაცვალების თარიღი 26 მაისი (7 ივნისი), 1848[1] [3] [4] (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[5] [3]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
საქმიანობა ფილოსოფოსი, მწერალი[6] , ლიტერატურული კრიტიკოსი[7] , ჟურნალისტი, მევიოლინე[8] , ლიტერატურის თეორიტიკოსი[7] და პუბლიცისტი[7]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი
მეუღლე Maria Orlov
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ექიმის ოჯახში. სწავლობდა ჯერ ჩემბარის (ახლანდელი ბელინსკი) სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ პენზის გიმნაზიაში. 1829 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე. სტუდენტობისას დაწერა და სტუდენტთა ლიტერატურულ წრეში კითხულობდა ბატონყმობის წინააღმადეგ მიმართულ დრამას „დიმიტრი კალინინი“, რისთვისაც 1832 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1833 წლიდან სისტემატურად თანამშრონლობდა ნ. ნადეჟდინის ჟურნალ „ტელესკოპში“. მის ლიტერატურულ დამატებაში გაზეთ „მოლვაში“ 1834 წელს გამოქვეყნდა ბელინსკის პირველი დიდი სტატია „ლიტერატურული ოცნებანი“, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და ავტორს ნიჭიერი კრიტიკოსის სახელი მოუპოვა. 1835 წელს „ტელესკოპში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომი „რუსული მოთხრობებისა და გოგოლის მოთხრობების შესახებ“. 1836 წელს „ტელესკოპისა“ და „მოლვას“ დახურვის გამო მუშაობდა ჟურნალ „მოსკოვსკი ნაბლიუდაწელის“ რედაქციაში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Белинский, Виссарион Григорьевич // Русский биографический словарьСПб: 1908. — Т. 3. — С. 591–648.
  2. 2.0 2.1 Морозов П. О. Белинский, Виссарион Григорьевич // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. ПетрушевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. V. — С. 191–194.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 А. Лаврецкий, В. Гусев Белинский В. Г. // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
  4. 4.0 4.1 ПроДетЛит — 2019.
  5. 5.0 5.1 Белинский Виссарион Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  7. 7.0 7.1 7.2 The Fine Art Archive — 2003.
  8. The Fine Art Archive — 2003.