ბერხტესგადენის ეროვნული პარკი

ბერხტესგადენის ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Berchtesgaden) — ერთადერთი ალპური ეროვნული პარკი გერმანიაში. მდებარეობს ბავარიის მხარის ბერხტესგადენის რაიონში. მისი ფართობი 210 კმ²-ია და წარმოადგენს ბერხტესგადენის ბიოსფერული პარკის ნაწილს, რომელსაც 1990 წლიდან იუნესკო იცავს.

ბერხტესგადენის ეროვნული პარკი

Nationalpark Berchtesgaden

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა გერმანიის დროშა გერმანია
კოორდინატები 47°33′ ჩ. გ. 12°55′ ა. გ. / 47.550° ჩ. გ. 12.917° ა. გ. / 47.550; 12.917
ფართობი 210 კმ²
დაარსდა 1978
ვიმბახგრისი

ეროვნული პარკი მდებარეობს ავსტრიის ზალცბურგის ფედერალური მიწის საზღვართან, ზღვის დონიდან 603,3 — 2713 მეტრზე. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ფუნტენზეეს ტბა, იმ რაიონში, სადაც ზამთარში ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება გერმანიის მასშტაბით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება