ბერნული ზენენჰუნდი

ბერნული ზენენჰუნდი (გერმ. Berner Sennenhund) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შვეიცარიაში ანტიკური ხანა/XX საუკუნეში.

ბერნული ზენენჰუნდი
წარმოშობის ქვეყანა შვეიცარია
თვისებები
წონა 40-44 კგ.
სიმაღლე 58-70 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
8-10 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს ზენენჰუნდების კიდევ ერთი უძველესი ჯიშია, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს თითქმის განადგურდა, თუმცა ფრანც სერტენლიბმა, შვეიცარიული ზენენჰუნდების შესწავლისას, ბერნის რაიონში იპოვა რამდენიმე კარგი ეგზემპლარი. დასახელება ჯიშმა 1908 წელს მიიღო. ბერნული ზენენჰუნდის პოპულარობა სწრაფად იზრდება როგორც ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში. 1930-იან წლებში ცდილობდნენ ძაღლის ზომების გაზრდას და მისი მოდარაჯის თვისებების გაუმჯობესებას, რამაც ზოგიერთ ხაზში გამოიწვია არამდგრადი ფსიქიკის და არაპროვიცირებული აგრესიის მქონე ეგზემპლარების გაჩენა. გენეტიკური მასალის შეზღუდულობამ განაპირობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გაჩენა, კერძოდ, მხრის სახსრის დაავადებების.

ბერნული ზენენჰუნდი, რომელიც შეჩვეულია ფარის მწყემსვას და ურიკების გადაზიდვას, ადვილად იწვრთნება და წარმატებით გამოდის გამოფენებზე. ეს გიგანტი შეიძლება იყოს ნაზი და ალერსიანი მეგობარი, თუმცა მცოდნე ადამიანის ხელი სჭირდება. ის ადვილად იტანს სიცივეს, ვერ ეგუება ქალაქის პირობებს და სიცხეს, კარგი მოდარაჯეა. ბერნულ ზენენჰუნდს აქვს ძლიერი წინა ფეხები, გრძელი დრუნჩი, მკერდზე, დრუნჩზე, თათებსა და კუდის ბოლოზე - თეთრი ბალანი. მბზინავი, შავი ბალანი ხშირი, გრძელი და გლუვია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება