ბერნინის ალპები (იტალ. Massiccio del Bernina) — მთების ჯგუფი ალპებში, აღმოსავლეთ შვეიცარიასა და ჩრდილოეთ იტალიაში. რეტის ალპების ნაწილი. ალპების ერთ-ერთი უმაღლესი მონაკვეთი და მრავალრიცხოვანი მყინარებით დაფარული ქედია. აგებულია გნაისებითა და ფიქლებით. უმაღლესი მწვერვალია ბერნინა (ზღვის დონიდან 4049 მ), რომელიც პირველად დაიპყრეს 1850 წელს. მთების უმეტესობა განლაგებულია შვეიცარია-იტალიის საზღვარზე.

ბერნინის ალპები
ბერნინა (4049 მ)
ბერნინა (4049 მ)
კოორდინატები: 46°22′ ჩ. გ. 9°54′ ა. გ. / 46.3800° ჩ. გ. 9.9100° ა. გ. / 46.3800; 9.9100
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი ბერნინა
სიმაღლე 4049 
ბერნინის ალპები — შვეიცარია
ბერნინის ალპები

ბერნინის ალპებში არის დაახლოებით 150-მდე მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 104 კმ². უდიდესი მყინვარია მორტერაჩი, რომლის სიგრძეა 7 კილომეტრი, ხოლო ფართობი დაახლოებით 16,4 კმ².[1] ბერნინის ალპები ჩრდილო-დასავლეთით გამოეყოფა ალბულის ალპებს, აღმოსავლეთით ლივინიოს ქედს, სამხრეთით ბერგამოს ალპებს, სამხრეთ-დასავლეთით ბრეგალიის ქედს. განვითარებულია ალპინიზმი და ზამთრის სპორტის სახეობები. მწვერვალი ბერნინა აღმართულია შვეიცარიის კურორტის — სანქტ-მორიცის სიახლოვეს. ქედის გარკვეული ნაწილი უკავია შვეიცარიის ეროვნულ პარკს, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Vadret da Morteratsch, Pontresina (GR). Gletschermessnetz. ციტირების თარიღი: 2010-03-23.