რეიმონდ ბერი ოუკლი III (ინგლ. Raymond Berry Oakley III; დ. 4 აპრილი, 1948, ჩიკაგო — გ. 11 ნოემბერი, 1972, მეიკონი) — ამერიკელი ბას-გიტარისტი, ჯგუფ The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ბერი ოუკლი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რეიმონდ ბერი ოუკლი III
დაბ. თარიღი 4 აპრილი, 1948
დაბ. ადგილი ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
გარდ. თარიღი 11 ნოემბერი, 1972 (24 წლის)
გარდ. ადგილი მეიკონი, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი, სამხრეთული როკი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, ვოკალი
აქტიური 1964 -1972
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Jazz Bass
ბერი ოუკლი ვიკისაწყობში

ოუკლი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. იზრდებოდა პარკ-ფორესტის (ილინოისი) ერთ-ერთ გარეუბანში.[1] შემდეგ გადავიდა ფლორიდაში, სადაც გაიცნო დიკი ბეტსი და შეუერთდა მის ჯგუფ The Second Coming-ს. 1969 წელს იგი გახდა The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამარსებელი, დუეინ ოლმენთან, გრეგ ოლმენთან, ბუტჩ ტრაკსთან, დიკი ბეტსისთან და ჯეი ჯოანი იოჰანსონთან ერთად.

დუეინ ოლმენის ავტოკატასტროფაში გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მეიკონში, ჯორჯიის შტატში, 1972 წლის 11 ნოემბერს, სამი კვარტალის მოშორებით, სადაც დაიღუპა დუეინ ოლმენი, ოუკლი ამავე ვითარებაში მოყვა ავსტოკატასტროფაში და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Scott Freeman, Midnight Riders: The Story of The Allman Brothers Band, 1995, p. 36