ბერბერატი (ფრანგ. Berbérati; სანგო — Bereberäti) — პრეფექტურა მამბერე-კადეის ადმინისტრაციული ცენტრი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, კამერუნის სახელმწიფო საზღვართან სიახლოვეს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იგი ქვეყანაში მესამე ქალაქია და 2003 წლის აღწერით აქ ცხოვრობს 76 918 ადამიანი.[1][2]

ქალაქი
ბერბერატი
ფრანგ. Berbérati
სანგო — Bereberäti
ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
პრეფექტურა მამბერე-კადეი
კოორდინატები 4°16′00″ ჩ. გ. 15°47′00″ ა. გ. / 4.26667° ჩ. გ. 15.78333° ა. გ. / 4.26667; 15.78333
ფართობი 67 კმ²
ცენტრის სიმაღლე 589
მოსახლეობა 76 918 კაცი (2003)
სასაათო სარტყელი UTC+1
ბერბერატი — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ბერბერატი

ისტორია რედაქტირება

XX საუკუნის დასაწყისში ბერბერატი იყო უბანგი-შარის ნაწილი, საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის შემადგენლობაში ოთხიდან ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც მოგვიანებით გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. 1911 წელს ის მაროკოსა და კონგოს შესახებ საფრანგეთ-გერმანიის შეთანხმებისა და ფესის ხელშეკრულების თანახმად გადაეცა გერმანიის იმპერიას და გახდა გერმანიის კოლონია — ახალი კამერუნის ნაწილი, სანამ პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა დასავლეთ აფრიკაში 1916 წელს გერმანიის ჯარების დამარცხების შემდეგ უკან არ დაიბრუნა ის.

სქოლიო რედაქტირება