ბერა ივანიშვილი

ქართველი მუსიკოსი

ბერა ივანიშვილი (დ. 23 დეკემბერი, 1994, პარიზი) — ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი.

ბერა ივანიშვილი

კადრი 2013 წლის კლიპიდან
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1994 (1994-12-23) (29 წლის)
დაბ. ადგილი პარიზი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
ჰიპ-ჰოპი
R&B
საქმიანობა მომღერალი
მუსიკოსი
კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი როიალი
გიტარა
ვიოლინო
დასარტყმელი საკრავები
აქტიური 2010 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Georgian Dream Studios
მეუღლე ნანუკა გუდავაძე
საიტი beraofficial.com
ბერა ივანიშვილი ვიკისაწყობში

კარიერა რედაქტირება

მისმა პირველმა სინგლმა, „Favorite Things“, მსმენელებისგან მალევე დაიმსახურა მოწონება. ამის შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა მისი მუსიკალური ვიდეოს — „ჰიპ-ჰოპ ვალსის“ პრემიერა. ვიდეო გადაღებულია ნიუ-იორკში ფრანგი რეჟისორის, რეი ქეის მიერ.

ბერას მომდევნო სინგლმა — „Don't Worry“, არანაკლები პოპულარობა მოუტანა მომღერალს. აქვს ჩაწერილი ამერიკელ რეპერ Lil PLayy-სთან, სიმღერაზე „Summertime“.

2011 წლის შემოდგომაზე, ბერამ მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „ქართული ოცნება“. ამით მან მამის მხარდამჭერებშიც გაიჩინა მსმენელები. ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია — „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი მუსიკალური ვიდეოს — „გპირდების“ პრემიერა.

2013 წელს ბერას ჰქონდა რიგით მეორე ტურნე „ჩვენ ვართ საქართველო“.

2014 წელს ბერა წავიდა აშშ-ში და იქ აგრძელებს კარიერას. მას ურთიერთობა ჰქონია ისეთ მომღერლებთან როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, მაილა ჯეი, ბასტა რაიმზი, უაიკლეფ ჟანი და სხვები. 2014 წლის 24 ნოემბერს მან გამოუშვა ახალი ვიდეო სახელწოდებით „Calypso Lover“, რომელიც მის გულშემატკივრებში პოპულარული გახდა.

2015 წლის 8 იანვარს კინოთეატრ რუსთაველში გაიმართა ბერას ახალი მუსიკალური ვიდეოს სახელწოდებით „Tickets to the Movies“ – პრემიერა. 16 იანვარს მან გამოუშვა კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი „Don't Go“.

2015 წლის აგვისტოში ბერამ გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „I Look Good on You“. ამ ვიდეოს რეჟისორი იყო ამერიკელი ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ნეშ გრიერი, ვიდეომ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ოქტომბერში ბერამ გრიერი საქართველოში ჩამოიყვანა და გულშემატკივრებს შეახვედრა.

სხვა საქმიანობა რედაქტირება

ბერა ივანიშვილმა დააარსა ტელეკომპანია „GDS“.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჰყავს მეუღლე ნანუკა გუდავაძე და ერთი შვილი.

სიმღერები რედაქტირება

  • 2011: Favourite Things
  • 2011: Don't Worry
  • 2011: Georgian Dream
  • 2011: Hip Hop Waltz
  • 2012: გპირდები
  • 2012: ოცნებების ღამე
  • 2013: Summertime (Lil Playy-სთან ერთად)
  • 2013: სამუდამოდ
  • 2014: Calypso Lover
  • 2015: Don't Go
  • 2015: I Look Good on You (რეჟისორი - ნეშ გრიერი)
  • 2016: Shining Like a Star
  • 2016: Ticket to the Movies
  • 2016: If This Isn't Love (პროდიუსერი - Maejor)
  • 2016: Long Live
  • 2016: I Can See It Now (Christmas Song)
  • 2017: Three Words
  • 2017: Untouchable
  • 2018: ჩემო ძმაო (Bera & Sf-x)
  • 2018: Legalize
  • 2019: She said yes

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება