ბენიტო ხუარესი (ესპ. Benito Pablo Juárez García, დ. 21 მარტი, 1806, სან-პაბლო-გელატაო, მექსიკა — გ. 18 ივლისი, 1872, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი პოლიტიკური მოღვაწე. მექსიკის პრეზიდენტი და ეროვნული გმირი.

ბენიტო ხუარესი
ბენიტო ხუარესი
მექსიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 იანვარი 1858 – 18 ივლისი 1872
წინამორბედიიგნასიო კომონფორტი
მემკვიდრესებასტიან ლერდო დე ტეხადა

დაბადებული21 მარტი 1806
სან-პაბლო-გელატაო, მექსიკა
გარდაცვლილი18 ივლისი 1872
მეხიკო, მექსიკა
პოლიტიკური პარტიაკოსერვატიული

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ღარიბი ინდიელი საპოტეკების ოჯახში. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მეცნიერებისა და ხელოვნების ინსტიტუტი ადვოკატის წოდებით.

1847-1852 წწ. იყო მშობლიური შტატის ოახაკის გუბერნატორი. 1846-1847 წწ. იღებდა აქტიურ მონაწილეობას ამერიკელების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკა-მექსიკის ომის პერიოდში.

1853 წელს ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანას დიქტატურის დამყარების შემდეგ დაიკავა ანტისამთავრობო პოზიცია, იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და წასულიყო აშშ-ში.

1854 წელს ბურჟუაზიული რევოლუციის დასაწყისშივე დაბრუნდა მექსიკაში, ხოლო 1855 წელს სანტა-ანას დამხობის შემდეგ იგი შევიდა ახალი მთავრობის შემადგენლობაში და დაიკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.

1857 წელს აქტიურად მონაწილეობდა მექსიკის კონსტიტუციის მიღებაში. 1858-1872 წწ. მექსიკის პრეზიდენტია.

1872 წელს ანტისამთავრობო ამბოხების ჩახშობის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით.

საინტერესო ამბები რედაქტირება

  • ბენიტო ხუარესი ითვლება მსოფლიო სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ყველაზე ტანმორჩილად მისი სიმაღლე იყო 135 სმ[1].
  • ბენიტო ხუარესის პატივსაცემად სახელი დაარქვეს ბენიტო მუსოლინის[2].
  • იგი ერთადერთი პრეზიდენტია მექსიკის ისტორიის იმ პერიოდში, რომელიც არ იყო სამხედრო.
  • მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტს 2006 წელს ოფიციალურად უწოდეს ბენიტო ხუარესი.

კინემატოგრაფიაში რედაქტირება

1939 წელს აშშ-ში გამოვიდა ფილმი ხუარესი, სადაც მთავარ როლს თამაშობდა პოლ მუნი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება