ბენის სავანა ან მოხოსის ვაკე (ესპ. Llanura beniana) — ტროპიკული სავანის ტიპის ეკორეგიონი ჩრდილოეთ ბოლივიაში. მოიცავს 126 100 კმ² ტერიტორიას ჩრდილოეთ ბოლივიაში, ასევე მეზობელი პერუსა და ბრაზილიის ტერიტორიის მცირე ნაწილებს. სავანის უდიდესი ნაწილი ბოლივიის ადმინისტრაციულ ერთეულებისბენის, კოჩაბამბის, ლა-პასის, პანდოს და სანტა-კრუსის დეპარტამენტების ტერიტორიებზეა. რეგიონი წარმოადგენს ამაზონის აუზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეს. აქ გაედინება ანდების აღმოსავლეთ კალთებზე წარმოქმნილი უამრავი მდინარე. შემოსაზღვრულია ტროპიკული და ამაზონის ნესტიანი ტყეებით.

ბენის სავანა

სავანის კლიმატი ტროპიკულია. განირჩევა წვიმიანი და მშრალი სეზონები. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი აღმოსავლეთ ნაწილში 1300 მმ-ს შეადგენს, დასავლეთ ნაწილში 2000 მმ-ს.

სავანის ტერიტორია დასახლებული იყო კოლუმბამდელ პერიოდში. აღმოჩენილია სასოფლო-სამეურნეო არხები, ასევე ნაგებობები, რომლებიც თითქმის მთლიანად დანგრეულია და რომლებიც ზომებით გიზის პირამიდას არ ჩამორჩებოდნენ.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mann, Charles C. (2008-09-29). „Ancient Earthmovers of the Amazon“. Science. American Association for the Advancement of Science. 321 (5893): 1150. doi:10.1126/science.321.5893.1148. PMID 18755950.