ბენთოსი (ბერძნ. βένθος benthos – სიღრმე) — ზღვისა და კონტინენტური წყალსატევების გრუნტში ან გრუნტზე ბინადარი ორგანიზმების ერთობლიობა. არსებობს ცხოველური (ზოობენთოსი) და მცენარეული (ფიტობენთოსი) ბენთოსი. წყალსატევის ფსკერზე ცხოვრების ნირის მიხედვით ზოობენთოსში განასხვავებენ გრუნტში ან გრუნტზე მცხოვრებ მოძრავ, ნაკლებად მოძრავ, უძრავ, ნაწილობრივ გრუნტში ჩაფლულ ან გრუნტზე მიმაგრებულ ცხოველებს. კვების მიხედვით ზოობენთოსი იყოფა მტაცებლებად, მცენარისმჭამელებად, დეტრიტისმჭამელებად და სხვა. ზღვის ფსკერზე მცხოვრები ზოგი ცხოველის მიკუთვნება ბენთოსური ან პელაგიური ორგანიზმებისათვის ძნელდება, რის გამოც მათ პლანქტობენთოსსა და ნექტობენთოსს უწოდებენ. მენთოსური ორგანიზმები შეიძლება იყოს მსხვილი (მაკრობენთოსი), საშუალო (მეზობენთოსი), მცირე (მიკრობენთოსი) და წვრილი, უბაქტერიებო ბენთოსი (მეიბენთოსი).

ლიტერატურა რედაქტირება