ბენზოის მჟავა

ქიმიური ნივთიერება

ბენზოის მჟავაორგანული ნაერთი, უმარტივესი არომატული მჟავა, უფერო მბზინავი კრისტალები ქიმიური ფორმულით C6H5COOH. ნივთიერების დნობის ტემპერატურაა 122.41°C. წყალში ცუდად იხსნება, ორგანულ გამხსნელებში — კარგად. ადვილად აქროლადია, გამოიხდება წყლის ორთქლთან ერთად.

ბენზოის მჟავა
ბენზოის მჟავა: ქიმიური ფორმულა
ბენზოის მჟავა: მოლეკულის ხედი
ბენზოის მჟავა: სტრუქტურა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაბენზოის მჟავა
ქიმიური ფორმულაC6H5COOH
მოლური მასა122.12 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.2659 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა122.41 °C
დუღილის ტემპერატურა249.2 °C
კლასიფიკაცია
CAS 65-85-0
PubChem243

მიღება და გამოყენება რედაქტირება

ბენზოის მჟავას ღებულობენ აზოტ- და ქრომმჟავით ტოლუოლის დაჟანგვისას, აგრეთვე ფთალმჟავას დეკარბოქსილირებით. ბენზოის მჟავას ფართოდ იყენებენ მედიცინაში, კვების მრეწველობაში, პარფიუმერიაში, მის სხვადასხვა წარმოებულს კი საღებრების სინთეზისათვის.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება