ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი

ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი (გერმ. Benedicta Henriette von der Pfalz; დ. 14 მარტი, 1652, პარიზი, საფრანგეთი — გ. 12 აგვისტო, 1730, პარიზი, საფრანგეთი) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. სიმერნის პფალცგრაფ ედუარდის ასული. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ იოჰან ფრიდრიხის მეუღლე 1668-1679 წლებში. მოდენის ჰერცოგ შარლოტასა და საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალიას დედა.

ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია
მმართ. წლები: 1668-1679
წინამორბედი: სოფია დოროთეა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდენბურგ-გლუქსბურგელი
მემკვიდრე: სოფია კურპფალცელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 მარტი, 1652
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 12 აგვისტო, 1730, (78 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: იოჰან ფრიდრიხი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
(ქ. 1668 - გარდ. 1679)
შვილები: შარლოტა, მოდენის ჰერცოგინია
ვილჰელმინა, საღვთო რომის იმპერატრიცა
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ედუარდი, სიმერნის პფალცგრაფი
დედა: ანა გონძაგა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბენედიქტა ჰენრიეტა დაიბადა 1652 წლის 14 მარტს პარიზში. იგი იყო სიმერნის პფალცგრაფ ედუარდ პფალცელისა და მისი ცოლის, ანა გონძაგას უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი იყო ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ისა და დედოფალ ელიზაბეთ სტიუარტის, ხოლო დედის მხრიდან მანტუის ჰერცოგ კარლო I-ისა და კატრინ დე მაინის შვილიშვილი.

დედის გადაწყვეტილებით ბენედიქტას წარსულში არისტოკრატი და მწერალი ლუიზა ლა ფაიეტი ზრდიდა, რომელიც იმ დროს უკვე მონაზვნად იყო აღკვეცილი და ცნობილი იყო და ლუიზ-ანჟელიკას სახელით.

1668 წლის 30 ნოემბერს 16 წლის ბენედიქტა მიათხოვეს ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ იოჰან ფრიდრიხს, დანიისა და ნორვეგიის დედოფალ სოფია ამალიას ძმას. აღსანიშნავია, რომ იოჰან ფრიდრიხი ზუსტად ბენედიქტას მამის ასაკისა იყო და თავდაპირველად მათი ქორწინება უნაყოფო იყო, თუმცა შემდეგში მან ოთხი გოგონა გააჩინა.

იოჰან ფრიდრიხი 1679 წელს გარდაიცვალა, რის გამოც საჰერცოგო მის პროტესტანტ ძმას, ერნესტ ავგუსტს დარჩა, რომელსაც ცოლად ბენედიქტას მამიდა, სოფია პფალცელი ჰყავდა. მათი ხაზით ბენედიქტას მამიდაშვილად ერგებოდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I, რომელმაც ტახტი 1714 წელს, დედოფალ ანას დაღუპვის შემდეგ დაიკავა. მიუხედავად ყველაფრისა, დაქვრივებულმა ბენედიქტამ დატოვა გერმანია და მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა თავის დასთან, კონდეს პრინცესა ანა ჰენრიეტასთან.

ბენედიქტა ჰენრიეტა გარდაიცვალა 1730 წლის 12 აგვისტოს, თავის ფრანგულ რეზიდენციაში, 78 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

  1. ანა სოფია (1670-1672), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. შარლოტა ფელისიტა (1671-1710), ცოლად გაჰყვა მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ რინალდოს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. ჰენრიეტა მარია (1672-1687), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. ვილჰელმინა ამალია (1673-1742), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bougaud, Emile. St. Chantal and the Foundation of the Visitation. Vol. 2. New York: Benziger Brothers, 1895.
  • State papers and correspondence: illustrative of the social and political... By John Mitchell Kemble, p. 224