ბენგეტი (ოფიციალურად ბენგეტის პროვინცია; ილოკ: Probinsia ti Benguet; ფილიპ: Lalawigan ng Benguet) — ჩაკეტილი პროვინცია ფილიპინებში, კუნძულ ლუსონზე, კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონის სამხრეთ ნაწილში. პროვინციის დედაქალაქია ლა-ტრინიდადი.

ადმინისტრაციული ერთეული
ბენგეტი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ლა-ტრინიდადი (ბენგეტი)
შიდა დაყოფა ატოკი (ბენგეტი), ბაკუნი (ბენგეტი), ბოკოდი (ბენგეტი), ბუგიასი (ბენგეტი), იტოგონი, კაბაიანი (ბენგეტი), კაპანგანი, კიბუნგანი, ლა-ტრინიდადი (ბენგეტი), მანკაიანი, საბლანი (ბენგეტი), ტუბა (ბენგეტი) და ტუბლაი (ბენგეტი)
კოორდინატები 17°00′00″ ჩ. გ. 121°00′00″ ა. გ. / 17.00000° ჩ. გ. 121.00000° ა. გ. / 17.00000; 121.00000
მმართველი Melchor Diclas
დაარსდა 1900
ფართობი 2769.08 კმ²
მოსახლეობა 460 683 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 74
საფოსტო ინდექსი 2600–2614
ოფიციალური საიტი http://benguet.gov.ph
ბენგეტი — ფილიპინები
ბენგეტი

ბოსტნეულის დიდი რაოდენობით წარმოების გამო მთიანი პროვინცია ცნობილია როგორც „ფილიპინების სალათის თასი“.[2][3][4][4]

ბენგეტის შემადგენლობაშია მაღალურბანიზებული ქალაქი ბაგიო, რომელიც ადმინისტრაციულად პროვინციისგან დამოუკიდებელია.

გეოგრაფია რედაქტირება

 
ბოკოდის მთიანეთის ლანდშაფტი

ბენგეტის ფართობი 2 769/08 კმ²-ია. პროვინცია კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. თუკი გეოგრაფიული მიზნით პროვინციას ქალაქ ბაგიოსაც მივაკუთვნებთ, ბენგეტის საერთო ფართობი 2 826.59 კმ²-ია.[5]

ბენგეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მთის პროვინცია და იფუგაო მდებარეობს, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ნუევა-ვისკაია, სამხრეთით — პანგასინანი, დასავლეთით — ლა-უნიონი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — სამხრეთი ილოკოსი.

პროვინციის ძირითადი ნაწილი კორდილიერის მთიანეთს მოიცავს. ლუსონის უმაღლესი წერტილი, პულაგის მთა კაბაიანის შემადგენლობაშია მოქცეული. მთებში არაერთი მდინარე იღებს სათავეს, მათ შორის: აგნო, ამბურაიანი, ბედი, ბაკუნი, ბალილი და ასინი.

პროვინციის ჰინტერლანდებში უამრავი პატარა ტბა მდებარეობს. მათგან ყველაზე დიდები კაბაიანში მდებარე „ოთხი ტბაა“: ბულალაკაო, დეტეპნგეპოსი, ინკოლოსი და ტაბეიო.[6]

პროვინციაში რამდენიმე საკონსერვაციო სივრცე მდებარეობს. მათ შორის უდიდესია ზემო აგნოს აუზის ნაკრძალი, პულაგის მთის ეროვნული პარკი, დატის მთის ეროვნული პარკი და ქვემო აგნოს წყალგამყოფი სატყეო ნაკრძალი.

კლიმატი რედაქტირება

 
ბენგეტის ნისლიანი ტყეები

კიოპენის კლიამტის კლასიფიკაციით ბენგეტის დიდი ნაწილი სუბტროპიკული მთიანეთის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. საშუალო ტემპერატურა აპრილში 25.3 °C-ს (77.5 °F) აღწევს, ხოლო იანვარში 13.3 °C-ს (55.9 °F).[7]

დეკემბრიდან მარტის ჩათვლით პროვინციაში (განსაკუთრებით ზღვის დონიდან მაღლა მდებარე ქალაქებში: ატოკში, ბუგუიასში, მანკაიანსა და კიბუნგანში) ხშირია თრთვილი, რაც მოსავალს აზიანებს.[8][9] 2007 წლის თებერვალში ბენგეტში ტემპერატურა 7 °C-მდე (45 °F) დაეცა, რამაც მოსავალი გააფუჭა.[10]

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ბენგეტი შედგება 13 მუნიციპალიტეტისგან, რომლებიც ორ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება. მაღალურბანიზებული ქალაქი ბაგიო პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება. ბაგიო ლა-ტრინიდადის, იტოგონის, საბლანისა და ტუბის მუნიციპალიტეტებითაა გარშემორტყმული. ბაგიო პროვინციის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 1909 წელს მიღებული ქარტიის შესაბამისად დამოუკიდებელ ქალაქად გამოცხადდა.

13 მუნიციპალიტეტი 140 ბარანგაის მოიცავს. 2010 წლის აღწერით ყველაზე მეტი მოსახლეობა ლა-ტრინიდადში მდებარე პიკოს ბარანგაის ჰყავდა, ხოლო ყველაზე მცირე კაბაიანში მდებარე ანჩოქეის ბარანგაის.

დემოგრაფია რედაქტირება

 
ბენგეტის პოლიტიკური რუკა

2015 წლის აღწერით ბენგეტის მოსახლეობა 446 224 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობით იგი პირველ ადგილზეა რეგიონის მასშტაბით. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 160 ადამიანი 1 კვ. კმ-ზე. მაღალურბანიზებული ქალაქის, ბაგიოს ჩათვლით პროვინციის მოსახლეობა 791 590 ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 1 კვ. კმ-ზე 280 ადამიანს უტოლდება.

2000 წლის აღწერით ბენგეტის მოსახლეობა 330 129 ადამიანს უდრიდა. 1995 წელთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 16 296 ადამიანით გაიზარდა. საშუალო წლიური მატების მაჩვენებელი 1.09% იყო, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე ნაკლებია (2.43%). პროვინციაში რეგისტირებული შინამეურნეობების რაოდენობა 63 123-ს უდრიდა. შინამეურნეობების საშუალო ზომა 5.2-ს უდრიდა, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (4.99) მცირედ აღემატებოდა.

ეთნოსი რედაქტირება

ბენგეტის ადგილობრივი მოსახლეობა სამი ეთნოლინგვისტური ჯგუფისგან შედგება. კანკანაიები ჩრდილო-დასავლეთ მუნიციპალიტეტებში დომინირებენ, იბალოები სამხრეთ-აღმოსავლეთით არიან კონცენტრირებული, ხოლო კალანგუიაები ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.[4][11][12]

2000 წლის აღწერით მოსახლეობის 42.96%-ს (141 434 ადამიანი) კანკანაები შეადგენდნენ, 29.15%-ს (95 968 ადამიანი) — იბალოები, 3.69%-ს (12 147 ადამიანი) — კალანგუიები. დაბლობების ეთნიკური ჯგუფებიდან პროვინციის მოსახლეობის 13.36%-ს (43 984 ადამიანიუ) ილოკანოები შეადგენდნენ, ხოლო 2.36%-ს (7 773 ადამიანი) — ტაგალები. ილოკანოები პროვინციაში მას შემდეგ დასახლდნენ, რაც პრეზიდენტმა მარკოსმა ჩრდილოეთ ლუსონში მისი მმართველობის გასამყარებლად ილოკანოების მიგრაციის შესახებ ბრძანება გამოსცა, რასაც ილოკანოების მიერ ადგილობრივთა მიწების მიტაცება მოჰყვა.[13]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Facts & Figures: Benguet Province. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 9 October 2014.
  3. Cordillera Autonomous Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 May 2013. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  4. 4.0 4.1 4.2 Lancion, Jr., Conrado M.; de Guzman, Rey (cartography) (1995) „The Provinces“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila: Tahanan Books, გვ. 38. ISBN 978-971-630-037-6. 
  5. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 April 2016. ციტირების თარიღი: 5 March 2020.
  6. Aro, SC (25 October 2008). „Mt Pulag climb slated October 31-November 2“. Philippine Information Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 29 February 2016. ციტატა: „From Tawangan where the trekkers will spend the second night, they will visit the four mystic lakes namely Tabeyo, Bulalacao, Incolos, and Detepngepos described as icy cool and crystal clear water and lush green foliage that refreshes the soul.“
  7. Weather forecast for Benguet, Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 29 January 2016.
  8. Catajan, Maria Elena (2 January 2014). „Frost affects towns“. Sun.Star Baguio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  9. Quitasol, Kimberlie (3 January 2014). „Frost descends on Benguet farms“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  10. Palangchao, Harley (2 February 2007). „Benguet Farmers Lose Crops to Frost“. The Manila Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  11. About Benguet Province, Philippines. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  12. Facts & Figures: Benguet Province. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
  13. Benguet: Dependency Ratio Down by Four Persons; Table 5. Household Population by Ethnicity and Sex: Benguet, 2000 (26 April 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2015. ციტირების თარიღი: 24 July 2016.