ბელკანტო (იტალ. bel canto სიტყვასიტყვით - მშვენიერი სიმღერა) — XVII საუკუნის შუა წლებში იტალიაში ჩამოყალიბებული ვოკალურ-საშემსრულებლო სტილი. ბელკანტო წარმოადგენს იტალიური ვოკალური სკოლის საფუძველს. ბელკანტოსთვის დამახასიათებელია ვოკალიზაციის სილამაზე და პლასტიკურობა, უაღრესი სიმსუბუქე და მოქნილობა. ბგერიდან ბგერაზე გადასვლის სინარნარე (ლეგატო). ეს სპეციფიკური ნიშნები დამახასიათებელია იტალიური ვოკალური სკოლისათვის მისი განვითარების ყველა ეტაპზე, დაკავშირებულია ბგერით კოლორიტსა და იტალიური ენის სტრუქტურულ თავისებურებასთან, ხალხურ სასიმღერო ტრადიციებთან.

ბელკანტო ინარჩუნებს თავის მხატვრულ-ესთეტიკურ საფუძვლებს და ამავე დროს ახალი საშემსრულებლო ხერხებითაც მდიდრდება. მისი განვითარების ეტაპებია: იტალიური ოპერის ჩასახვა, კ. მონტევერდის შემოქმედება. „ნეაპოლური სკოლის“ აყვავება (ა. სკარლატი), ვ. ბელინისა და გ. დონიცეტის შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი (ე. წ. კლასიკური ბელკანტო). ჯ. ვერდის შემოქმედება, ვერისტული სკოლა. ზოგჯერ ბელკანტო გულისხმობს იტალიურ ვოკალურ კულტურას მთლიანად.

ლიტერატურა რედაქტირება