ბელგიის ისტორია გადაჯაჭვულია მისი მეზობლების ისტორიასთან. ისტორიის უმეტეს დროს დღევანდელი ბელგიის ტერიტორია წარმოადგენდა ისეთი დიდი პოლიტიკური ერთეულების ნაწილს როგორიც იყო კაროლინგების იმპერია ან დანაწევრებული იყო ისეთ მცირე სამთავროებად როგორების იყვნენ: ბრაბანტის საჰერცოგო, ფლანდრიის საგრაფო, ლეჟიის საეპისკოპოსო და ლუქსემბურგის საგრაფო. მის ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალი საომარი მოქმედებების გამო ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) შემდეგ მას „ევროპის ბრძოლის ველს“ ან „ევროპის მამლების ჩხუბის ადგილს“ უწოდებდნენ.[1]

ბელგიის ისტორია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ბელგიის ისტორიის ქრონოლოგია
ბელგები, ტრევერი
რომაული პერიოდი
ლიეჟის საეპისკოპოსო
ბურგუნდების ერა
ჰაბსბურგების ერა
ბრაბანტის რევოლუცია
ლიეჟის რევოლუცია
ბელგიის რევოლუცია
ლეოპოლდ I
ლეოპოლდ II
სკოლის პირველი ომი
კონგოს თავისუფალი სახელმწიფო
  •  •  

პრეისტორია რედაქტირება

ისტორიამდელი პერიოდი ბელგიის ისტორიაში მოიცავს დროს მის ტერიტორიაზე პირველი ადამიანების გაჩენიდან რომაელების დაპყრობებამდე.

ქვედა და შუა პალეოლითი რედაქტირება

 
ბელგიაში აღმოჩენილი უძველესი ქვის იარაღები

მომავალი ბელგიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უძველესი ჰომინიდების არსებობის კვალი აღმოჩენილია ლიეჟის პროვინციაში, ალამბის გორაზე სენ-პიერის (სინტ-პიტერსბერგი) მთების შემოგარენში. იგი თარიღდება დაახლოებით 800 ათასი წლით. მოგვიანებით, დაახლოებით 400 ათასი წლის წინ ჰომინიდები მკვიდრდებიან მდინარე მაასის სანაპიროზე. ძვ. წ. 250-35 ათასი წლის წინ ბელგიის ტერიტორიაზე დასახლდნენ ნეანდერტალელი ადამიანები ძირითადად ლიეჟის და ნამიურის პროვინციების ტერიტორიაზე. ამას მოწმობს საკურორტო ქალაქ სპას ხეობაში აღმოჩენილი თავის ქალები.

ზედა პალეოლითი რედაქტირება

დაახლოებით ძვ. წ. 30 000 წლის წინ ნეანდერტალელი იკარგება. ჩნდება ახალი ადამიანის სახეობა ე.წ. კრომანიონელი ადამიანი.

ძვ. წ. 10000 წლამდე გრძელდებოდა უკანასკნელი გამყნვარება. იმ პერიოდისათვის ზღვის დონე ბევრად უფრო დაბლა იყო. ბელგიასა და თანამედროვე ინგლისს შორის საფეხმავლო კავშირი არსებობდა, თუმცა ჩრდილოეთის ტერიტორიები საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო.

ნეოლითი და ენეოლითი რედაქტირება

ნეოლითის ხანის ადამიანები ბელგიის ტერიტორიაზე უკვე აქტიურად ეწეოდნენ კაჟის მოპოვებას, რასაც ადასტურებს ისტორიამდელი ეპოქის მაღაროს არსებობა მონსის მუნიციპალიტეტის სოფელ სპიენში.

ბრინჯაოს ხანა რედაქტირება

ბრინჯაოს ხანის პირველი ნიშნები ბელგიის ტერიტორიაზე თარიღდება ძვ. წ. 1750 წლით.

რკინის ხანა რომაელებამდე რედაქტირება

ძვ. წ. მე-5 საუკუნიდან ჩვენს ერამდე ბელგიის ტერიტორიაზე ყვავის გალურენოვანი ლატენური კულტურა, რომელიც ინარჩუნებდა სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს ხმელთაშუა ზღვისპირეთთან. აქედან გალურენოვანი ტომები ახორციელებდნენ ექსპანსიას აღმოსავლეთით მცირე აზიის ნაპირებამდე. თვით სახელწოდება „ბელგია“ მომდინარეობს კელტური წარმოშობის ტომების ბელგებისაგან, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში.

ამ ტერიტორიაზე გასახლებულ ტომთა შორის ისტორიულ წყაროებში ვხვდებით, აგრეთვე, ებურონებს, ადუატიკებს, ნერვიებს, მენაპებს, მორინებს, ტრევერებს. ძვ. წ. 150 წელს აქ ჩნდება პირველი გალიური მონეტები.

რომაული პერიოდი რედაქტირება

 
ბელგიის ტერიტორიის რუკა

ძვ. წ. 54 წელს ჩრდილოეთ გალია, ადგილი, რომელზეც თანამედროვე ბელგიაა განლაგებული დაიპყრეს რომაელებმა იულიუს ცეზარის მეთაურობით. კონსული თავის ისტორიულ ნაშრომში „კომენტარები გალიის ომზე” აღნიშნავს, რომ ბელგების ნახევარი გაწყვიტეს, ხოლო ცოცხლად გადარჩენილები დაატყვევეს და დაიმონეს. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ V საუკუნეში რომის პროვინცია - გალია დაიპყრეს გერმანული წარმოშობის ფრანკთა ტომებმა, რომლებმაც ამ ტერიტორიაზე შექმნეს საკუთარი სამეფო - ფრანკთა სახელმწიფო

შუა საუკუნეები რედაქტირება

შუა საუკუნეებში ბელგია შედიოდა ბურგუნდიის საჰერცოგოს შემადგენლობაში.

1477—1556 — მარია ბურგუნდიელზე დინასტიური ქორწინებით ბურგუნდიის სამფლობელოები შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში.

XVI—XVIII საუკუნეები რედაქტირება

XIX საუკუნე რედაქტირება

 
ბელგიის რევოლუციის მეომრები
  • 17921815 წლები — საფრანგეთის შემადგენლობაში.
  • 18151830 წლები — ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში. ბევრი ადამიანი ამ იძულებითი გაერთიანების წინააღმდეგი იყო. (უპირველეს ყოვლისა, ფრანგულენოვანი მოსახლეობა და კათოლიკური სამღვდელოება, შიშობდნენ რა შესაბამისად ნიდერლანდური ენისა და პროტესტანტული კონფესიის როლის გაძლიერებას).
  • 1830 წელი — რევოლუცია ბელგიაში. იმავე წელს ბელგია გამოვიდა ნიდერლანდების შემადგენლობიდან და მოიპოვა დამოუკიდებლობა.
  • 1831 წელი - ბელგიის ეროვნულმა კონგრესმა მიიღო კონსტიტუცია.
  • XIX ინტენსიურად მიმდინარეობდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ბელგია გახდა კონტინენტური ევროპის პირველი ქვეყანა, სადაც 1835 წელს გაიყვანეს სარკინიგზო ხაზი მეხელენი - ბრიუსელი. ლოკომოტივები და რკინიგზის სხვა მოწყობილობები იქმნებოდა ჯონ და უილიამ კოკრილების კომპანიაში. ბელგია დღემდე ერთადერთი ქვეყანაა კონტინენტურ ევროპაში, სადაც სარკინიგზო მოძრაობა მიღებულია მარცხენა მხარეს.

XIX საუკუნის ბოლოს ბელგია გახდა კოლონიური სახელმწიფო. 1885 — 1908 წლებში ბელგიის მეფის ლეოპოლდ II-ის სამფლობელოებს წარმოადგენდა კონგო სახელწოდებით „კონგოს დამოუკიდებელი სახელმწიფო“ (ამჟამად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), რომელიც ბელგიასთან შედარებით 78-ჯერ დიდ ტერიტორიებს ფლობდა. კოლონიის ექსპლუატაცია იყო ბელგიის ეკონომიკის განვითარების და კაპიტალის დაგროვების საარსებო წყარო. 1908 წელს კოლონია იღებს სახელწოდებას ბელგიის კონგო.

XX რედაქტირება

 
ბელგია და ჰოლანდია

ბელგია ძალიან ძლიერ დაზიანდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელსაც ამ ქვეყანაში დღემდე „დიდი ომის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი იყო დაპყრობილი, მთელი მსოფლიო ომის მსვლელობის მანძილზე ბელგიური და ინგლისური ჯარები მაინც ინარჩუნებდნენ მცირე ტერიტორიას, რომელიც მოქცეული იყო ჩრდილოეთის ზღვასა და მდინარე იზერს შორის.

ტრაგიკულია ქალაქ იპრის ისტორია — ომის მსვლელობაში ის თითქმის პრაქტიკულად განადგურდა. პირველად ომების ისტორიაში 1915 წელს აქ გამოყენებული იქნა მასობრივი განადგურების მომწამვლელი გაზი იპრიტი.

1936 წელს ბელგიამ განაახლა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა. თუმცა 1940 წლის მაისში 18 დღის განმავლობაში ქვეყნის ოკუპირება მოახდინეს გერმანულმა ჯარებმა. მეფე ლეოპოლდ III-მ ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს.

1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დღის წესრიგში დადგა სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი. 1940 წლის მაისში მეფე ლეოპოლდ III-ის მიერ კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას ბელგიის მოსახლეობა ღალატად და კოლაბორაციონიზმად თვლიდა. შედეგად მეფე გადადგა და სამეფო გვირგვინი გადასცა მცირეწლოვან ვაჟიშვილს ბოდუენს. 1945-1950 წლებში უფლისწულის მცირეწლოვანობის გამო სამეფოს მართავდა მეფის ძმა, რეგენტი პრინცი შარლი. 1950 წელს სახალხო რეფერენდუმის გზით ქვეყნის მეფე გახდა ბოდუენი, საქსენ-კობურგების დინასტიიდან. ბოდუენი მეფობდა 1951 - 1993. რეფერენდუმზე მონარქიას მიემხრო 58% ვალონიელი და 72% ფლანდრიელი.

1960 ბელგიის მთავრობამ ბელგიის კონგოს მიანიჭა დამოუკიდებლობა. ეს ნიშნავდა ნედლეულის მსხვილი წყაროს და ბაზრის დაკარგვას. კოლონიის დაკარგვა განსაკუთრებით მძიმე იყო ვალონიის ეკონომიკისათვის, რადგან ეს რეგიონი ვითარდებოდა სწორედ კონგოდან ჩამოტანილი ნედლეულოის ხარჯზე. ამავე დროს, სწრაფი ტემპით დაიწყო ფლანდრიის რეგიონის ეკონომიკური აღმავლობა.

XXI რედაქტირება

დღეისათვის ბელგია წარმოადგენს ტრანზიტისა და იარაღის წარმოების მსოფლიოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ნორვეგიას, კანადას და ავსტრიასთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება