ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები — რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში. ჩატარდა კვირას, 2020 წლის 9 აგვისტოს. ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო 4 აგვისტოს და გაგრძელდა 8 აგვისტომდე.[2]

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები
ბელარუსის დროშა
2015 ←
9 აგვისტო, 2020 (2020-08-09)
→ შემდეგი

ამომრჩეველთა გამოცხადება 84,17%[1]
 
ნომინანტი ალექსანდრე ლუკაშენკო სვეტლანა ტიხანოვსკაია
პარტია დამოუკიდებელი კანდიდატი დამოუკიდებელი კანდიდატი
ალიანსი ბელაია რუსი ქვეყანა სიცოცხლისთვის
მოსახლეობის ხმები 4,661,075 588,622
პროცენტულობა 80,10% 10,12%

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც მეექვსე ვადით მოახერხა თანამდებობაზე დარჩენა, მიიღო რა ხმათა 80%.[3] ლუკაშენკომ მოიგო ყველა საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში (1994 წლიდან),[4] საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყველა მათგანი გარდა პირველისა შეაფასა როგორც არათავისუფალი და არასამართლიანი.[5]

ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა რომ მან არჩევნები ხმათა სულ მცირე 60 %-ით მოიგო, მოუწოდა ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დაწყებისაკენ. მისი კამპანიისგან წარმოიქმნა ბელარუსის საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც იყო ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის ხელის შეწყობა და ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ხანგრძლივი მძლავრი „საპროტესტო მოძრაობის“ დაწყება.[6][7] საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის შვიდივე წევრი მოგვიანებით დააპატიმრეს ან წავიდნენ დევნილობაში. ყველა კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა.[8] ბევრმა ქვეყანამ არ ცნო არჩევნების შედეგი, ისევე როგორც ევროკავშირმა, რომელმაც სანქციები დაუწესა ბელარუსის სახელისუფლებო ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე“.[9] არჩევნების შედეგებმა ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.[10]

სქოლიო რედაქტირება

  1. Явка избирателей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 9 August 2020
  2. Belarus Authorities Cancel Opposition Campaigning Ahead Of Election en. ციტირების თარიღი: 5 August 2020
  3. „Belarus Election Commission says Lukashenko was re-elected“. Reuters.
  4. As Belarus Elects New Parliament, Lukashenka Says He Will Seek Another Presidential Term en (17 November 2019). ციტირების თარიღი: 5 February 2020
  5. crd.org
  6. BBC
  7. Тихановская объявила себя победителем президентских выборов и предложила переговоры Лукашенко. ციტირების თარიღი: 10 August 2020
  8. Все кандидаты в президенты Беларуси, кроме Лукашенко, оспорили результаты выборов. ციტირების თარიღი: 12 August 2020
  9. Belarus: EU imposes sanctions as Lukashenko orders police to clear the streets en. ციტირების თარიღი: 19 August 2020
  10. Global Protest Tracker, Carnegie Endowment for International Peace (website visited on 21 October 2021)
    Why wearing the wrong socks is risky in Belarus, BBC News (6 May 2021)