ბეირა (ლათ. Dorcatragus megalotis) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა.

ბეირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  ბეირა
სახეობა:  ბეირა
ლათინური სახელი
Dorcatragus megalotis (Menges, 1894)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 6793
გავრცელება

ბეწვი უხეშია. სხეულის ზედა ნაწილი რუხი-წითურია, ხოლო ქვედა — ღია. თავი მოყვითალო-წითურია, თვალები გარშემოწირულია თეთრად.[1] ყურები გრძელია, სიგრძით 15, სიგანით 7,5 სმ; მათი შიდა მხარე ღიაა. მამრებს აქვთ მოკლე, ვერტიკალური რქები, სიგრძით 7,5–10 სმ[1] (14 სმ-მდე).[2] კუდი ფაფუკია. მოხდენილი ფეხები მოყვითალო-მოყავისფრო ფერისაა. სხეულის სიგრძეა 80–86 სმ, სიმაღლე მინდაოში 46–61 სმ, მასა 9–11 კგ.

გავრცელებულია ჩრდილოეთ სომალის, ჯიბუტისა და აღმოსავლეთ ეთიოპიის ქვიან ბორცვებსა და მშრალ პლატოებზე.

აქტიურია დილით და საღამოს, დღის შუა ნაწილში ჩვეულებრივ ისვენებს. ძალიან ფრთხილი ანტილოპაა; მგრძნობიარე ყურები ხელს უწყობს საფრთხის თავიდან აცილებას. შეშინებულს შეუძლია კლდიდან კლდეზე გადახტომა. კარგად არის შეგუებული ჰაბიტატთან; წყლის გარეშე დიდხანს ძლებს, სითხეს საკვებიდან (ბუჩქების ფოთლები, ბალახი) იღებს.[1]

ცხოვრობენ წყვილებად ან მცირე ჯოგებად (რომელშიც მხოლოდ ერთი მამალია). მაკეობა 6 თვე გრძელდება.[1]

მთავარი ბუნებრივი მტრები არიან: ლომი, ავაზა, აგრეთვე კარაკალი, აფთარი, ტურა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Портал Брента Хафмана (Brent Huffman), www.ultimateungulate.com
  2. Соколов В.Е. Фауна мира. Млекопитающие: Справочник. — М.: Агропромиздат, 1990. — С. 162—163. — 254 с. — 45 000 экз. — ISBN 5100010363.