ბეით-გუვრინის ეროვნული პარკი

ბეით-გუვრინის ეროვნული პარკი (ებრ. בית גוברין - מרשה) — ეროვნული პარკი ცენტრალურ ისრაელში. მდებარეობს კირიათ-გათიდან 13 კილომეტრში. ეროვნული პარკი მოიცავს მარეშას, პირველი ტაძრის პერიოდის იუდეის ძველ ქალაქს და ბეით-გუვრინს, რომაული ეპოქის უძველეს ქალაქს, რომელიც ცნობილი იყო ელეუთეროპოლისის სახელით[1].

მარეშის და ბეით-გუვრინის მღვიმეები იუდეის დაბლობზე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები v
სია [1]
რეგიონი** ევროპა-ჩრდ. ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 1370
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1370
ინგლ.რუს.ფრ.

ბეით-გუვრინში აღმოჩენილია დიდი ებრაული სასაფლაო, რომაულ-ბიზანტიური ამფითეატრი, ბიზანტიური ეკლესია, სახალხო აბანოები, მოზაიკა და დასაკრძალი გამოქვაბულები.

ბეით-გუვრინის ეროვნული პარკი მარეშასთან ერთად მოიცავს 3 500 მიწისქვეშა დარბაზს. 2014 წლის 22 ივნისს ორივე მღვიმე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Guide to Israel, Zev Vilnay, Tel Aviv, 1972, გვ. 275
  2. World Heritage List reaches 1000 sites with inscription of Okavango Delta in Botswana