ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი)

ბეთლემი (ყოფილი ახალხიზა[2]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (სკრის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 630 მეტრი, გორიდან 7 კილომეტრი.

სოფელი
ბეთლემი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი სკრა
კოორდინატები 41°59′11″ ჩ. გ. 44°00′35″ ა. გ. / 41.98639° ჩ. გ. 44.00972° ა. გ. / 41.98639; 44.00972
დაარსდა 1907
ადრეული სახელები ახალხიზა
ცენტრის სიმაღლე 630
მოსახლეობა 385[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი)
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი)
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი) — გორის მუნიციპალიტეტი
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

სოფელი ხიზაბავრადან (სამცხე-ჯავახეთის მხარე) ჩამოსულმა კათოლიკეებმა დააარსეს 1907 წელს. მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშაშვილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით, შეისყიდა. თავიდან სოფელს ბეთლემი უწოდეს, თუმცა სახელი კომუნისტურ პერიოდში ახალხიზად გადააკეთეს. ჩამოსახლებულ ოჯახებს შორის არიან ჭონიშვილები, მამუკაშვილები, მურადაშვილები და სხვ. 1920 წლის მიწისძვრის დროს ძველი სახლები დაინგრა. შემდეგ მოსახლეობა ოდნავ ქვემოთ, ამჟამინდელ სოფლის ადგილას ჩავიდა. თანამედროვე სოფელი ძირითადად მენშევიკური მთავრობის პერიოდში გაშენდა, აშენდა სკოლა, საბავშვო ბაღი და ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს.[3]

2019 წელს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, სოფელს დაუბრუნდა თავდაპირველი სახელი — ბეთლემი.[2]

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 385 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 422 214 208
2014[1]   385 178 207

ჰავა რედაქტირება

ჰავის მონაცემები — ახალხიზა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 3.2 4.8 9.4 16 21.3 24.6 27.1 27.3 23 17.3 10.2 5.1 15.8
საშუალო დღიური °C −1.3 0.1 4.3 9.8 15 18.4 21.1 21.1 16.7 11.4 5.5 0.8 10.2
საშუალო დაბალი °C −5.7 −4.6 −0.7 3.7 8.8 12.2 15.1 14.9 10.5 5.6 0.8 −3.5 4.8
საშუალო ნალექი (მმ) 39 37 38 56 78 76 56 50 46 58 54 46 634
წყარო: climate-data.org[5]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №54 | გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (11 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.
  3. ბეთლემი გორის რაიონში — დომინიკე მუღაშაშვილის დაარსებული სოფელი. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“. qartli.ge (2017-12-25). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  5. Akhalkhiza climate. climate-data.org. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.