ბეზმიალემ სულთანი

ბეზმიალემ ვალიდე სულთანი ( დ. 1807 — გ. 2 მაისი, 1853, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია[1]) — ოსმალეთის სულთნის, მაჰმუდ II-ის პირველი ცოლი. სულთან აბდულმეჯიდ I-ის დედა. ვალიდე სულთანი.

ბეზმიალემ სულთანი

ბეზმიალემ სულთნის ბეჭედი
მშობლიური სახელი Bezmiâlem Sultan
დაბადების თარიღი 1807
გარდაცვალების თარიღი 2 მაისი 1853
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) მაჰმუდ II
შვილ(ებ)ი აბდულმეჯიდ I

ბიოგრაფია რედაქტირება

ბეზმიალემ სულთანი დაიბადა 1807 წელს. ის იყო ქართული წარმოშობის[2][3]. მისი შვილი 16 წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა. თვითონ ბეზმიალემი ამ დროს 32 წლის წლის იყო. მისი შვილის მმართველობის დროს დაახლოებით თოთხმეტი წელი იყო ვალიდე სულთანი. აბდულმეჰიდ I-ს ძალიან უყვარდა დედა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მასთან გადიოდა კონსულტაცია ბევრ სახელმწიფო საკითხზე. ბეზმიალემ სულთანი გარდაიცვალა 1853 წლის 2 მაისს დოლმაბაჰჩეს სასახლეში. დაკრძალულია მაჰმუდ II-ის სასაფლაოზე. 1855 წელს აბდულმეჯიდ I-მა დედის ხსოვნისთვის ააშენა ბეზმიალემ ვალიდე სულთნის მეჩეთი.

ქველმოქმედება რედაქტირება

როგორც სულთნების დედების უმრავლესობა, ბეზმიალემ სულთანიც ეწევოდა ქეველმოქმედებას.

  • თოფქაფის რაიონში და სტამბოლის სხვა რაიონებში აშენდა შადრევნები.
  • 1843 წელს ორგანიზებული იქნა საქველმოქმედო ფონდი.
  • 1850 წელს აშენდა სკოლა გოგნებისთვის და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტები.

სქოლიო რედაქტირება

  1. E.J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913-1936, Martijn Theodoor Houtsma, 1987
  2. Bezmi Alem Valide Sultan, Gürcistan Dostluk Derneği. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2014-07-30.
  3. Bezmiâlem Valide Sultan, Bezmiâlem Vakıf Üniversitesi Tıp Fakültesi Hastanesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-06. ციტირების თარიღი: 2014-07-30.