ბებესირი

ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ბებესირი[1]ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ოქუმის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 15,9 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,14 კმ², აუზის ფართობი 0,82 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,6 მ. წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით.[2]

ბებესირი
კოორდინატები: 42°41′00″ ჩ. გ. 41°34′34″ ა. გ. / 42.683389° ჩ. გ. 41.576361° ა. გ. / 42.683389; 41.576361
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გალის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 15,9 
ფართობი 0,14 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 4,6 
აუზის ფართობი 0,82 კმ²
ბებესირი — საქართველო
ბებესირი
ბებესირი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბებესირი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 33.
  2. აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 385.