ბეატრის ესპანელი (ესპ. Beatriz de España, იტალ. Beatrice di Spagna; დ. 22 ივნისი, 1909 — გ. 22 ნოემბერი, 2002) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის უფროსი ქალიშვილი. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის პაპიდა.

ბეატრის ესპანელი
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1909
სეგოვია, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 22 ნოემბერი, 2002, (93 წლის)
რომი, იტალია
ეროვნება ესპანელები
წოდება სივიტელა-სესის პრინცესა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ალესანდრო ტორლონია, სივიტელა-სესის პრინცი
(ქ. 1935)
შვილ(ებ)ი სანდრა, კლემენტეს გრაფინია
მარკო, სივიტელა-სესის პრინცი
მარინო
ოლიმპია
მშობლები მამა: ალფონსო XIII, ესპანეთის მეფე
დედა: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბეატრისი დაიბადა 1909 წლის 22 ივნისს სეგოვიაში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და მისი მეუღლლის, დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის მესამე შვილი და პირველი ასული. 1931 წელს, როდესაც მეფე ალფონსო დაამხეს და ესპანეთის მეორე რესპუბლიკა ჩამოყალიბდა ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით, სამეფო ოჯახი ქვეყნიდან გააძევეს და ბეატრისიც მშობლებთან ერთად თავიდან საფრანგეთში, პარიზის ცენტრში მდგარ ფონტენბლოს სასახლეში დასახლდა.

1933 წლიდან, ალფონსო და ვიქტორია ევგენია ერთმანეთს დასცილდნენ და ვიქტორია ევგენია ქალიშვილებთან ერთად რომში გადასახლდა.

1935 წლის 14 იანვარს ბეატრისი ცოლად გაჰყვა ადგილობრივ, რომაელ დიდგვაროვან ალესანდრო ტორლონიას, რომელიც სივიტელა-სესის პრინცის წოდებას ატარებდა. ამის შემდეგ ბეატრისიც სივიტელა-სესის პრინცესა გახდა. მათ ჯვარი თვით რომის პაპმა პიუს XI-მ დასწერათ, საქორწინო ღონისძიებები კი ალესანდროს ჯირაუდ-ტორლონიის სასახლეში გაიმართა.

ბეატრისსა და ალესანდროს სულ ოთხი შვილი შეეძინათ:

  1. სანდრა (1936-2014), ცოლად გაჰყვა კლემენტეს გრაფ ლეკიო დი ასაბას;
  2. მარკო (1937-2014), სივიტელა-სესას პრინცი, ცოლად შეირთო ორსეტა დე კასტანიეტო, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა;
  3. მარინო (1939-1995), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  4. ოლიმპია (1968-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა ლუქსემბურგის პრინც ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;

1938 წელს, დედამისის, დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის ზეწოლით ბეატრისმა ოფიციალურად განაცხადა უარი ესპანეთის ტახტსა და ყველა მასთან დაკავშირებულ მემკვიდრეობაზე. ამის გამო მას ჩამოერთვა ესპანეთის ინფანტას წოდება და მასთან ერთად მისმა შვილებმაც დაკარგეს ესპანური მემკვიდრეობა.

ბეატრისი გარდაიცვალა 2002 წლის 22 ნოემბერს რომში, 93 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Balansó, Juan. La familia Real y la familia irreal. Ed. Planeta, Barcelona, 1992, ISBN 84-320-7549-3
  • Balansó, Juan. Las perlas de la Corona. Plaza & Janés Editores SA, 1997, ISBN 84-01-53023-7
  • Baviera, S.A.R. Princesa Pilar de and Chapman-Huston, Desmond. Alfonso XIII., Col. Z, 1959, ISBN 84-261-0053-8
  • García Louapre, Pilar. Cinco días con la infanta Beatriz de Borbón y Battenberg hija de Alfonso XIII : su testimonio sobre su vida y sus circunstancias. Vision Libros, 2007. ISBN 84-982-1759-8
  • Puga, Maria Teresa and Ferrer, Eusebio. 20 Infantas de España: Sus vidas, entre las ilusiones y el destino. Ed. Juventud, Barcelona, 1998. ISBN 84-261-3084-4