ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი

ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი  (დ. 25 ივნისი 1936 , პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი — გ. 11 სექტემბერი, 2019, ჯაკარტა) — ინდონეზიელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სუჰარტოს გადადგომის შემდეგ ეკავა ინდონეზიის პრეზიდენტის თანამდებობა 1998-1999 წწ.

ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი
ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი
ინდონეზიის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 მაისი 1998 – 20 ოქტომბერი 1999
წინამორბედისუჰარტო
მემკვიდრეაბდურაჰმან ვაჰიდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1998 – 21 მაისი 1998
პრეზიდენტისუჰარტო
წინამორბედიტრი სუტრისნო
მემკვიდრემეგავატი სუკარნოპუტრი

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მარტი, 1978 – 16 მარტი, 1998
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრერახარდი რამელანი

დაბადებული25 ივნისი, 1936
პარე-პარე, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი
გარდაცვლილი11 სექტემბერი, 2019 (83 წლის)
ჯაკარტა
პოლიტიკური პარტიაგოლკარი
რელიგიაისლამი

1998 წელს აზიის ფინანსური კრიზისის შედეგად ინდონეზიაში სწრაფად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა. ამავე პერიოდში სუჰარტო მეშვიდედ აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1998 წლის მარტში ჰაბიბი დანიშნეს ვიცე-პრეზიდენტად. ქვეყანაში განვითარებული მასობრივი მღელვარებების გამო 21 მაისს სუჰარტო იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, იმავე დღეს ჰაბიბი გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი.

ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ პრეზიდენტ ჰაბიბის პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 20 %. 1999 წლის 20 ოქტომბერს პარლამენტმა ახალ პრეზიდენტად აირჩია ისლამური ოპოზიციის ცნობილი ლიდერი აბდურაჰმან ვაჰიდი. ბაჰარუდინ იუსუფ ჰაბიბი გადადგა თანამდებობიდან. თანამდებობის დატოვების შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა გერმანიაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება