ბაჰამის კუნძულების გეოგრაფია

ბაჰამის კუნძულები მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 20° - 28°-სა და დასავლეთ გრძედის 72° - 80°-ს შორის.

ბაჰამის კუნძულების ხედი კოსმოსიდან. ნასას თანამგზავრ Aqua-ს ფოტო, 2009 წ.
ბაჰამის კუნძულების რუკა

1864 წელს, ბაჰამის კუნძლების გუბერნატორი იტყობინებოდა, რომ კოლონია მოიცავდა 29 კუნძულს, 661 კის და 2 387 კლდეს.[1]

აშშ-სთან მდებარე უახლოესი კუნძულია ბიმინი, რომელსაც ბაჰამის კუნძულების კარიბჭეს უწოდებენ. კუნძულ დიდი ბაჰამის აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული აბაკო. უკიდურესი სამხრეთი კუნძულია ინგაუა. უდიდესი კუნძულია ანდროსი. სხვა დასახლებულ კუნძულთა შორისაა ელიუთერა, კეტი, ლონგ-აილენდი, სან-სალვადორი, აკლინსი, კრუკედ-აილენდი, ეკსუმა და მაიაგუანა. ქვეყნის დედაქალაქი ნასაუ კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე მდებარეობს.

ყველა კუნძული დაბალი და ბრტყელია. ზოგან შეიმჩნევა ქედები, რომელთა სიმაღლეც როგორც წესი 15-20 მეტრს არ აჭარბებს. ქვეყნის უმაღლესი წერტილია ალვერნიის მთა (ყოფილი კომოს ბორცვი) კუნძულ კეტზე. მისი სიმაღლე 63 მეტრია.

სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, რომლებიც გეოგრაფიულად ბაჰამის კუნძულების გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა ისინი დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება.

2005 წელს ქარიშხალ ვილმას შედეგად დაზიანებული სახლები.

ფართობი რედაქტირება

  • მთლიანი: 13 940 კმ²
  • ადგილი მსოფლიოში: 168-ე
  • ხმელეთი: 10 070 კმ²
  • წყალი: 3 870 კმ²

კლიმატი რედაქტირება

ბაჰამის კუნძულების კლიმატი სუბტროპიკულიდან ტროპიკულში გარდამავალია და მნიშვნელოვნადაა შერბილებული გოლფსტრიმის დინების წყლის გავლენით, განსაკუთრებით ზამთარში. საპირისპიროდ, ეს ფაქტი ხშირად ძალიან სახიფათოა ზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც კუნძულების ან მათ სიახლოვეს ქარიშხლები ქრის. 1992 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონის დროს, ჩრდილოეთ კუნძულებს ქარიშხალმა ენდრიუმ შეუტია, 1999 წელს უმრავლეს კუნძულს გადაუარა ქარიშხალმა ფლოიდმა, 2011 წელს კი ქარიშხალმა აირინმა არქიპელაგი მთლიან სიგრძეზე გადაკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჰამის კუნძულების ისტორიაში ყინვა არასოდეს დაფიქსირებულა, ტემპერატურა ხანდახან 2–3 °C (35,6–37,4 °F)-მდე ეცემა არქტიკული აფეთქებების დროს, რომელიც გავლენას ახდენს ფლორიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1977 წლის იანვარში, წვიმაში გარეული თოვლი დაფიქსირდა ქალაქ ფრიპორტში, როდესაც ასევე თოვდა მაიამიში.[2] ამ დროისათვის ტემპერატურა 4,5 °C (40,1 °F) იყო.

წლიური ამინდი — ნასაუ
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °F 78 78 80 82 85 88 90 90 89 86 82 79
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 63 63 64 67 71 74 75 75 75 73 69 65
ნალექი დუიმი 1.9 1.9 2.1 2.7 4.2 8.6 6.3 9.3 6.5 6.4 3.2 2
საშუალო მაღალი °C 25.4 25.5 26.6 27.9 29.7 31.0 32.0 32.1 31.6 29.9 27.8 26.2
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C 17.3 17.3 17.9 19.6 21.4 23.3 24.0 24.0 23.7 22.5 20.6 18.3
ნალექი მმ 47.2 49.5 54.4 69.3 105.9 218.2 160.8 235.7 164.1 161.8 80.5 49.8
წყარო: მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (გაერო),[3] ჰონგ-კონგის ობსერვატორია[4] {{{accessdate}}}
ზღვის საშუალო ტემპერატურა
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
73 °F

23 °C

73 °F

23 °C

75 °F

24 °C

79 °F

26 °C

81 °F

27 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

81 °F

27 °C

79 °F

26 °C

75 °F

24 °C

ლიტერატურა რედაქტირება

  • Chenoweth, Michael (1998). „The Early 19th Century Climate of the Bahamas and a Comparison with 20th Century Averages“. Climatic Change. 40 (3–4): 577–603. doi:10.1023/A:1005371320672. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |month= და |coauthors= (დახმარება)

სქოლიო რედაქტირება