ბაჩანა ბრეგვაძე

ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი

ბაჩანა იოველის ძე ბრეგვაძე (დ. 11 თებერვალი, 1936, სხვავა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 13 თებერვალი, 2016, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი.

ბაჩანა ბრეგვაძე
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1936(1936-02-11)
დაბადების ადგილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 14 თებერვალი, 2016(2016-02-14) (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი, ღირსების ორდენი, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, პრემია „საბა“ და პრემია „საბა“

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1936 წლის 11 თებერვალს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში. 1954 წელს, ოქროს მედლით დაამთავრა სოფელ სხვავის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. 1962-66 წლებში სწავლობდა დაუსწრებელ ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით.

1961-66 წლებში, თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტია, 1973–1994 წლებში, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის მხატვრული თარგმანისა და „რუსთაველის ბიბლიოთეკის“ რედაქციის გამგეა. 1994 წლიდან 1997 წლამდე არის საგამომცემლო ცენტრ „ხომლის“ ქვესაწარმო „მთარგმნელის“ სამხატვრო საბჭოს წევრი, 1997 წლიდან 2000 წლამდე კი ამავე საბჭოს თავმჯდომარეა. 2001 წლიდან 2006 წლამდე ბაჩანა ბრეგვაძე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია. 1999 წლიდან კი ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბლეზ პასკალი“, 1996 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „პლატონის ნატურფილოსოფია“. მთარგმნელობოთი და სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, სხვადასხვა დროს, კითხულობდა ლექციებს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე.

1973 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 2013 წელს ბაჩანა ბრეგვაძე არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.[1]

გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული.

ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. მის მიერ შესრულებული და გამოქვეყნებული ძირითადი შრომების გარდა დაბეჭდილი აქვს 70-მდე ნაშრომი: პლატონის, დანტეს, არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰერაკლიტე ეფესელის, მარკუს ტულიუს ციცერონის, ჯეიმზ დარმსტეტერის, ანატოლ ფრანსის, ლაროშფუკოს, ლუიჯი პირანდელოს, მიშელ მონტენის, ანრი ბერგსონის, ნიკოლოზ ლოსკის, ლაბრიუიერის, ალბერტ შტეკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, სვამი ვივეკანანდას, მორის რეინალის, შარლ დილის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ემილ ჟებარის, პიერ ტეიარ დე შარდენის, ვერნერ ჰაიზენბერგის თხზულებათა თარგმანები, იტალიური და ესპანური ზღაპრების თარგმანები, წერილები, ესსეები, ლიტერატურის და ესთეტიკის საკითხებზე.

დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.

გარდაიცვალა 2016 წლის 13 თებერვალს, 80 წლის ასაკში.[2] დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[3]

შრომები რედაქტირება

ბაჩანა ბრეგვაძის მიერ გამოქვეყნებული ძირითადი შრომების სია:

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „საპატიო თბილისელის წოდება კიდევ 10 მოქალაქეს მიენიჭა“. ghn.ge (ინგლისური). ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა“. TTimes.GE. 15 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)