ბაყაყი-მეანი (ლათ. Alytes) — ხერხემლიანი ცხოველების გვარი უკუდო ამფიბიების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: ჩვეულებრივი ბაყაყი-მეანი (Alytes obstetricans), გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე ზომის (50 მმ-მდე) ცხოველია. ფერფლისფერ-რუხი სხეული შავი ან მოყვითალო-თეთრი მეჭეჭებითა აქვს მოფენილი. აქტიურია დღისით. ქვირითს ყრის ორ გრძელ (170 სმ-მდე) ზონრად, რომლებსაც მამალი უკანა ფეხებზე იხვევს და ატარებს თავკომბალების გამოჩეკამდე (ერთ თვემდე). გამოჩეკის მომენტისათვის მამალი ჩადის წყალში, იცილებს საკვერცხე ზონრებს და ხმელეთზე ამოდის. თავკომბალების გარდაქმნა ზოგჯერ 2 წლამდე გრძელდება. იბერიული ბაყაყი-მეანი (Alytes cisternasii) გვხვდება პირენეს ნახევარკუნძულზე და ნაკლებადაა შესწავლილი.

ბაყაყი-მეანი
Alytes obstetricans
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alytes

ლიტერატურა რედაქტირება