ბაღის წვეულება - პიესა, დაწერილი ვაცლავ ჰაველის მიერ.

შინაარსი რედაქტირება

პიესის პროტაგონისტია ჰუგო პლუდეკი, ჩეხური საშუალო ფენის ჩვეულებრივი წარმომადგენელი. მისი მშობლები ნერვიულობენ მისი მომავლის შესახებ. შედეგად, ისინი დათქვამენ შეხვედრას გავლენიან ბატონ კალაბისთან. შეხვედრა ლიკვიდაციის ოფისის ბაღის წვეულებაზე უნდა შედგეს. ჰუგო ვერ მონახავს კალაბისს, მაგრამ ამის ნაცვლად ადგილი აქვს აბსურდული შეხვედრების მთელს სერიას. ლიკვიდაციის ოფისის ყველა ოფიციალური პირი საუბრობს დეგენერირებულ, იდეოლოგიურ, უშინაარსო ენაზე, როგორ მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუროკრატიის სამსახურში მყოფი ოფიციალური პირისათვის.

ჰუგო არის ინტელიგენტი და სწრაფად ეჩვევა ახალ სიტუაციას და ქცევებს. იგი ისწავლის ბანალურად საუბარს, იყენებს არაფრისმეტყველ კლიშეებს და საბოლოოდ იქცევა ახლადშექმნილი ცენტრალური ინაუგურაციისა და ლიკვიდაციის კომიტეტის უფროსად. ამის შედეგად, იგი მთლიანად კარგავს თავის თავს, იდენტურობას. სცენარი მთავრდება ჰუგოს სახლში დაბრუნებით. იგი იმდენად შეცვლილია, რომ საკუთარი მშობლები მას ვეღარ ცნობენ.

პიესა და ჰუგოს სწრაფად შეცვლილი იდენტურობა არის ჩეხი ხალხის ქცევაზე, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, რომელთაც მატერიალური მოგების სანაცვლოდ არჩიეს რეჟიმის წესებს უჩუმრად დამორჩილებოდნენ. კარიერის ძიების პროცესში, თავად პიესის პროტაგონისტი ხდება კლიშე.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ვლადიმირ პროკოპი: Přehled české literatury 20. století Sokolov, 2001