ბაქოს ზოოპარკი (აზერ. Bakı zooloji parkı) — სახელმწიფო ზოოპარკი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. გაიხსნა 1928 წელს და უძველესი ზოოპარკია მთელს ქვეყანაში. ზოოპარკი აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეკუთვნის. ბაქოს ზოოპარკის ფართობი 4,25 ჰა-ია. [1]

ბაქოს ზოოპარკი

ბაქოს ზოოპარკის შესასვლელი
გახსნის თარიღი 1928 წელი
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ბაქო
ტერიტორიის ფართობი 4,25 ჰა
კოორდინატები 40°23′35″N 49°50′56″E / 40.3930° ჩ. გ. 49.8490° ა. გ. / 40.3930; 49.8490
ცხოველების რაოდენობა 1200
სახეობების რაოდენობა 168

ისტორია რედაქტირება

ზოოპარკი 1928 წელს ანატოლი ლუნაჩარსკის (დღეს ნიზამი განჯევის) სახელობის პარკის ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა. 1942 წელს ევაკუირებული როსტოვის ზოოპარკის რესურსებით განახლდა ბაქოს ზოოპარკი და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წელს გაიხსნა. 1958 წლამდე ზოოპარკი დღევანდელი ილიჩის სკვერის მახლობლად მდებარეობდა. შემდეგ ის ბაქოს გარეუბან ბაილოვოში გადაიტანეს სადაც XX საუკუნის 70-იან წლებამდე დარჩა მანამ, არ მოხდა ცნობილი ბაილოვის მეწყერი. მეწყერმა რამდენიმე ცხოველი იმსხვერპლა. ამან ხელისუფლებას უბიძგა ეფიქრათ ზოოპარკის უსაფრთხო ადგილას გადატანაზე. თავდაპირველად ის რაზინოში (დღევანდელი ბაკიხანოვა) გადაიტანეს სადაც 1985 წლამდე დარჩა.[2]

ზოოლოგები და ბიოლოგები შეთანხმდნენ, რომ ზოოპარკისათვის საუკეთესო ადგილი ნარიმანოვის რაიონი იქნებოდა. ახალი ზოოპარკის მშენებლობა საბავშვო სარკინიგზო სადგურის მახლობლად დაიწყო. პროექტის მიხედვით ზოოპარკი 45 ჰექტარის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო განფენილი. პროცესის დაჩქარების მიზნით თავდაპირველად გადაწყდა მხოლოდ 2,25 ჰექტრის ათვისება, რომელიც ნელ-ნელა გაფართოვდებოდა და რკინიგზის ლიანდაგებით დაიქსელებოდა. 1979 წელს მშენებლობა დაიწყო და უსახსრობის გამო ხუთი წელი გახდა საჭირო მის დასასრულებლად. საბოლოოდ 1985 წლის 1 სექტემბერს ბაქოს ზოოპარკი გაიხსნა და დღემდე აღნიშნულ ადგილას მდებარეობს.[3]

ბაქოს ზოოპარკის სიმბოლო რედაქტირება

1990-იანი წლებიდან ზოოპარკის სიმბოლოდ ვარდისფერი ფლამინგო ითვლება. ამ პერიოდში მოსახლეობას ზოოპარკში მოჰყავდათ სიკვდილის პირას მისული ფლამინგოები. ზოოპარკის თანამშრომლებმა არაერთი მათგანი გადაარჩინა სიკვდილს. დღეს ბაქოს ზოოპარკში დაახლოებით 28 ფლამინგოა.

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: