ბატრაქოზავრები (ლათ. Batrachosauria) — ამომწყდარი ამფიბიების ქვეკლასი. ბატრაქოზავრები გავრცელებული იყვნენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კარბონულსა და პერმულ პერიოდებში. ყველაზე მაღალორგანიზებული ბატრაქოზავრები ე. წ. სეიმურიამორფები ქალას აგებულებითა და ზოგი სხვა ნიშნით აშკარად უახლოვდებიან ქვეწარმავლებს. ბატრაქოზავრებს, როგორც შუალედურ ფორმებს, არსებითი მნიშვნელობა აქვთ ხერხემლიანთა ევოლუციის შესწავლისათვის, ნამარხი ბატრაქოზავრები — ლანტანოზუხა და კოტლასია — ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზეა ნაპოვნი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 2, გვ. 233, თბ., 1977.